ნაზი, ფუმფულა და გემრიელი კექსი, რომელსაც შედედებული რძე განსაკუთრებულ გემოსა და არომატს სძენს

0
1260

შემოგთავაზებთ რბილი, ფუმფულა, ნაზი და ძალიან გემრიელი კექსის რეცეპტს. დესერტს განსაკუთრებულ არომატს ჰმატებს შესქელებული რძე.

კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • შესქელებული რძე 1 ქილა
  • კვერცხი 4 ცალი
  • მარილი მწიკვი
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
  • ქიშმიში (თქვენი სურვილის მიხედვით) 150 გრ

მომზადების წესი:

  1. ღრმა თასში მოათავსეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი,
  2. დაამატეთ მწიკვი მარილი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ  გათეთრებამდე.
  3. სათითაოდ დაამატეთ კვერცხები ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტოთ.
  4. შემდეგ შეურიეთ შესქელებული რძე.
  5. გაცრილი ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი და აურიეთ.
  6. მომზადებულ მასას ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ფქვილი. მიიღებთ თხელ ცომს.
  7. ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, დააყარეთ ცოტა სახამებელი, აურიეთ და დაამატეთ მომზადებულ ცომს.
  8. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  9. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 40-45 წუთი.
  10. კექსი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ.

უგემრიელესი დესერტი დაფარეთ შაქრის ფხვნილით ან გამდნარი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!