
შემოგთავაზებთ ხაჭოს ჰაეროვანი, ფუმფულა და არომატული მაჭკატების რეცეპტს. მოცემული რეცეპტის მიხედვით, მაჭკატებს ამზადებთ ღუმელში. მე მაჭკატების გამოსაცხობად ფორმებს ვიყენებ. შეგიძლიათ გამოაცხოთ ფორმების გარეშეც. ხაჭოს მაჭკატები ისე უყვართ ჩემს შვილებს, რომ ერთ ჯერზე 2-3 ულუფას ვამზადებ ხოლმე.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 200 გრ
- ვანილი მწიკვი
- შაქარი 3 -4 ს. კ.
- არაჟანი 5 ს. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- მანანი 3 ს. კ.
- დარბილებული კარაქი 2 ს. კ.
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ხაჭოს დაამატეთ შაქარი, ვანილი, კვერცხი და მიქსერით ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ დარბილებული კარაქი, მანანი, გამაფხიერებელი, არაჟანი და კარგად აურიეთ.
- მზა ცომი გაანაწილეთ ფორმებში.
- ღუმელი გააცხელეთ 180-200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-30 წუთი.
- ნამცხვრები გააგრილეთ და ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან.
- თუ გსურთ, მაჭკატები ჰაეროვანი გამოგივიდეთ არაჟანი არ დააკლოთ.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!