როგორ მოვამზადოთ ზღაპრულად გემრიელი და არომატული იტალიური ლიქიორი ,,ლიმონჩელო”

264

შემოგთავაზებთ იტალიური ლიქიორის რეცეპტს. ზღაპრულად გემრიელი და საოცრად არომატული ლიმონჩელო უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ლიმონი (დიდი) 3 ცალი
  • არაყი 500 მლ
  • შაქარი 100-150 გრ (განსაზღვრეთ თქვენი გემოვნების მიხედვით)
  • წყალი 1 ლ

მომზადების წესი:

  1. ლიმონი გარეცხეთ და ბასრი დანით აიღეთ მხოლოდ ყვითელი ფენა ან გახეხეთ სახეხზე. ცალკე ჭურჭელში გამოწურეთ ლიმონის წვენი და გადადეთ გვერდზე.
  2. ლიმონის ცედრა ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით არაყი.
  3. ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და შეურიეთ ლიმონის წვენი.
  4. სიროფი დაამატეთ არაყს. ქილას დაახურეთ ხუფი და შეანჯღრიეთ.
  5. ქილა დადეთ სიგრილეში და გააჩერეთ 24 საათი.
  6. მზა ლიქიორი გადაწურეთ და გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში.

მოამზადეთ საოცრად გემრიელი ლიმონჩელო და სასიამოვნოდ გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად!