შემოგთავაზებთ ნივრით მკურნალობის ტიბეტურ მეთოდს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ტიბეტელი ბერები.
ნივრის ყოველდღიური გამოყენება ძალიან სასარგებლოა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. ნიორი წმენდს სისხლძარღვებს, გამოდევნის ტოქსინებს. ნივრის ბაზაზე მომზადებული კონცენტრირებული ნაყენის საშუალებით კი ბევრად უფრო სწრაფად მიიღებთ სასურველ შედეგს.
- უძლიერესი სამკურნალო ნაყენის წყალობით შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას და მრავალი დაავადებისგან განკურნებას.
- ტიბეტური ელექსირი წმენდს ორგანიზმს
- აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონის კლებას
- აგარიდებთ თრომბოზს
- სისხლძარღვებს ანიჭებს ელასტიურობას და კურნავს ათეროსკლეროზს
- ეხმარება იშემიის, სინუსიტის, ჰიპერტენზიის და ბრონქული დაავადებების მკურნალობას
- მოგიხსნით თავის ტკივილებს
- კურნავს ართრიტს და ოსტეოართრიტს, რევმატიზმს, გასტრიტს, კუჭის წყლულსა და ბუასილს
- აუმჯობესებს მხედველობასა და სმენას
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნიორი 350 გრ
- სპირტი 70 გრადუსიანი (შინაგანი გამოყენებისთვის) 200 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ნიორი დანაყეთ ძალიან კარგად ისე, რომ წვენი გამოუვიდეს და მოათავსეთ მინის ბოთლში. შემდეგ დაასხით სპირტი, მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და 10 დღით შედეთ მაცივარში.
- 10 დღის შემდეგ მიიღებთ სითხეს, რომელსაც შესაძლოა მომწვანო შეფერილობა ჰქონდეს, გადაწურეთ, ჩაასხით მინის ბოთლში და 3 დღით შედეთ მაცივარში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, დაიწყეთ მკურნალობა.
- ნაყენი უნდა გახსნათ მეოთხედ ჩაის ჭიქა თბილ რძეში და მიიღოთ დღეში -3 ჯერ, საუზმის, სადილისა და ვახშმის წინ 20 წუთით ადრე.
მიიღეთ შემდეგი წესის მიხედვით (ანუ წვეთები დაამატეთ მოცემული მითითებით):
I დღე
- დილით 1 წვეთი
- შუადღეს 2 წვეთი
- საღამოს 3 წვეთი
II დღე
- დილას 4 წვეთი
- შუადღეს 5 წვეთი
- საღამოს 6 წვეთი
ასე უნდა ახვიდეთ 15 წვეთამდე. შემდეგ ისევ თითო-თითო წვეთი უნდა მოაკლოთ.
მე-6 დღიდან იწყებთ თითო-თითო წვეთის დაკლებას:
დილას 15 წვეთი, შუადღეს 14 წვეთი, საღამოს 13 წვეთი. ასე ჩამოდიხართ 1 წვეთამდე.
ხოლო მე-11 დღიდან დღეში 3-ჯერ, საუზმის, სადილისა და ვახშმის წინ, მიიღეთ 25-25 წვეთი. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ ნაყენის ამოწურვამდე.
ტიბეტური მეთოდით მკურნალობა გაიმეორეთ 2 წელიწადში ერთხელ. ნაყენის გამოყენება არ არის დასაშვები 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ლაქტაციის პერიოდში, ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებისთვის, მწვავე გასტრიტის, ენტეროკოლიტის, თირკმლის გამწვავებული დაავადებების, პროსტატის ადენომის, გამწვავებული ბუასილის დროს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!