წელის, მუხლების, კისრისა და ზურგის ტკივილს სწრაფად გაუმკლავდებით, თუ ჩოგბურთის ბურთს მარტივი ინსტრუქციით გამოიყენებთ. გამოცდილი და ეფექტურია

შემოგთავაზებთ ჩოგბურთის ელასტიური რეზინის ბურთით  შესრულებულ რამდენიმე მარტივ ვარჯიშს, რომელთა საშუალებით შეძლებთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, კუნთების დამშვიდებას, დაჭიმავს, ტკივილის სწრაფად შემსუბუქებას.

მოცემული ვარჯიშების ჩასატარებლად დაგჭირდებათ ჩოგბურთის 2 ან 4 ბურთი. რეკომენდებულია მათი ყოველდღიურად გამოყენება. მაშინაც კი, როდესაც ძლიერ დაღლილობას გრძნობთ, ეს პატარა ბურთები თქვენი დამხმარე იქნება. მოხერხებულად მოეწყვეთ სავარძელში, მოდუნდით, შეგიძლიათ უყუროთ ტელევიზორს და გააკეთეთ მარტივი ვარჯიშები: ბურთები დადეთ იატაკზე, ტერფებით დააწექით და აგორავეთ. ამ გზით დაიამებთ ტკივილებს და მოგეხსნებათ ფეხებში სიმძიმის შეგრძნება.

ბურთი დაიდეთ ნიკაპის ქვეშ, დააწექით, შეკუმშეთ და ასე გაჩერდით  5-10 წუთი. ამ გზით შეძლებთ ღაბაბის გაქრობას და  სახის ოვალის გასწორებას.

აგორავეთ ბურთი ხელისგულებში და ამ გზით მოიხსნით დაღლილობასა და თავის ტკივილს.

დაჭიმულობა და ტკივილი კისრის არეში

დაწექით ჰორიზონტალური მდგომარეობაში და ამოიდეთ 2 ბურთი თავის ქალას ქვეშ.  ამოძრავეთ თავი და მიეცით ბურთებს საშუალება, დაიკავონ თქვენთვის კომფორტული პოზიცია. ცოტა ხანს დაისვენეთ და შემდეგ თავი ჯერ ერთ გვერდზე გადააბრუნეთ, მერე_მეორეზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ ტკივილი არ შეგიმსუბუქდებათ.

ტკივილი წელის არეში

დაწექით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ბურთები ამოიდეთ წელის არეში (ხერხემლის ორივე მხარეს). შეასრულეთ მსუბუქი მოძრაობები. ისუნთქეთ მშვიდად და ღრმად. არ იჩქაროთ და ასეთი მოძრაობები გააკეთეთ ხუთი წუთის განმავლობაში.

დაჭიმულობა და ტკივილი მხრებში

ეს ვარჯიში დაჭიმავს და დაამშვიდებს ზურგის ზედა კუნთებს, ასევე მოგიხსნით მხრის ტკივილს. დაწექით იატაკზე, მხრების ქვეშ ამოიდეთ ორი ჩოგბურთის ბურთი და 5-7 წუთი გააკეთეთ მსუბუქი მოძრაობები მარჯვნიდან მარცხნივ და მარცხნიდან მარჯვნივ.

მუხლების ტკივილი

შემოგთავაზებთ ვარჯიშს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ დაჭიმოთ მუხლის სახსრის კაფსულა და მოიხსნით ტკივილს. დაჯექით სკამზე, მოხარეთ მუხლები და ერთი მუხლის ქვეშ ამოიდეთ ჩოგბურთის ბურთი. მუხლი აწიეთ მაღლა, თან მოუჭირეთ  ბურთს. გაიმეორეთ 10-ჯერ. იგივე ვარჯიში შეასრულეთ მეორე მუხლითაც.

ფეხებისა და ტერფების ტკივილი

ჩოგბურთის ბურთით ვარჯიში დაგეხმარებათ ფეხის კუნთების გაჭიმვასა და მოქნილობის გაუმჯობესებაში. ადექით ფეხზე, დააწექით ბურთს და 3-5 წუთის განმავლობაში ტერფის მთელ ზედაპირზე ამოძრავეთ. იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე ფეხზეც. ტკივილები ძალიან სწრაფად ქრება და იგრძნობთ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, შეასრულეთ ვარჯიშები ჩოგბურთის ბურთით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!