
ორეგანო, იგივე თავშავა, არომატული სანელებელია, რომელსაც ანტიკური ხანიდან მოყოლებული აქტიურად იყენებენ რომაულ და ბერძნულ სამზარეულოში.
გარდა ამისა, თავშავა სამკურნალო მცენარეა, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მეცნიერული კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ორეგანო უძლიერესი სამკურნალო მცენარეა. მას აქვს 2-3-ჯერ მეტი ანტიოქსიდანტური მოქმედება, ვიდრე სხვა მცენარეებს. განსაკუთრებით პოპულარულია ორეგანოს ზეთი.
ორეგანოს ზეთი ასწლეულებია ეფექტურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. ამ საოცარ ზეთს შეუძლია შეცვალოს ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკი. მოცემული ზეთი უძლიერესი ანტისეპტიკია.
გამოიყენეთ ეს სასწაული ზეთი და მისი დახმარებით მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.
კბილის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება
ველური ორეგანოს ზეთით გაიყუჩებთ კბილის ტკივილს, რადგან კვლავს ტკივილის გამომწვევ ბაქტერიებს. ზეთის რამდენიმე წვეთი შეიზილეთ დაზიანებულ კბილზე და სასურველი შედეგიც დიდი ხნით არ დააყოვნებს. მოცემული პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ღრძილების ანთებისა და ჰერპესის სამკურნალოდ. შეიზილეთ ზეთის რამდენიმე წვეთი დაზიანებულ ადგილებზე ან 1-2 წვეთი დააწვეთეთ კბილის ჯაგრისზე და გაიხეხეთ კბილები.
რეგულარული გამოყენებით საგრძნობლად გაიუმჯობესებთ პირის ღრუს ჯანმრთელობასა და ჰიგიენას. პირის ღრუს ჰერპესის განკურნებას შეძლებთ თუ გამოივლებთ წყლისა და რამდენიმე წვეთი ორეგანოს ზეთის ნარევს.
ანტიბაქტერიული თვისებები
კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ველური ორეგანოს ზეთი ინფექციების საწინააღმდეგოდ უძლიერესი საშუალებაა, რადგან მის შემადგენლობაში შედის ნივთიერება კარვაკროლა. ამ ზეთის მცირე დოზასაც კი საოცარი ანტიბაქტერიული თვისებები აქვს.
ალერგიის საწინააღმდეგო
ორეგანოს ზეთი შეიცავს როზმარინის მჟავას, რომელიც არის ძლიერი ანტიჰისტამინი და უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტი ვიდრე ვიტამინი E. ჩვეულებრივ, გამოიყენება ალერგიული რეაქციების, ბრონქული ასთმისა და გინგივიტის სამკურნალოდ, ამიტომ ამ ზეთით მარტივი ინჰალაციაც კი გეხმარებათ ალერგიისგან თავის დაღწევაში.
იცავს მხედველობასა და სმენას
ორეგანოს ზეთი ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან და აღადგენს უჯრედულ დაზიანებას. ცნობილია, რომ ანტიოქსიდანტები აფერხებს დაბერების პროცესს და გიცავთ კიბოსგან, აგარიდებთ მხედველობისა და სმენის დაქვეითებას, ნერვულ აშლილობას და მრავალ სხვა დაავადებას, რომლებიც დაკავშირებულია თავისუფალი რადიკალების მოქმედებასთან.
ფრჩხილისა და კანის სოკოვანი ინფექციების მკურნალი
ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ორეგანოს ზეთი ფართოდ გამოიყენება სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ. გააზავეთ 100 მლ ნებისმიერ ზეთში ორეგანოს ზეთის 30-50 წვეთი. მომზადებული ნაზავი მცირე რაოდენობით შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე.
სახსრები, ჭრილობები, კრუნჩხვები
ეს ზეთი მოგიხსნით კრუნჩხვებს, კუნთების ტკივილს, ასწრაფებს ჭრილობების შეხორცებას. ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ზეთი ეფექტურად გამოიყენება ართრიტის სამკურნალოდ.
მწერების ნაკბენების საწინააღმდეგო
ველური ორეგანოს ზეთი ანეიტრალებს შხამიანი მწერების ნაკბენებს და აგარიდებთ ინფექციების განვითარებას.
როგორ უნდა გამოიყენოთ ორეგანოს ზეთი?
რეკომენდებული დოზა არის 1-დან 4 წვეთამდე დღეში 3-ჯერ. დღიური ნორმა არის დღეში მაქსიმუმ 12 წვეთი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად გამოყენება არ შეიძლება, გაყავით 3-4 ნაწილად.
გისურვებთ ჯანმრთელობას!