კანი დაიბრუნებს სიგლუვესა და სინაზეს, თუ ამ ხელმისაწვდომ საშინაო ნიღაბს გამოიყენებთ. ძალიან მალე ნაოჭები და ლაქები ნაკლებად შესამჩნევი გახდება

შემოგთავაზებთ ნიღბების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით სწრაფად და მარტივად მოიშორებთ კანზე ლაქებს, ნაოჭებს, გაითანაბრებთ კანის ტონს. ნიღბები ასწორებს სახის ოვალს, ჭიმავს და ამკვრივებს კანს, ანიჭებს ელასტიურობას და ხდის ხავერდოვანს.

ნიღბები მომზადებულია საფუვრის ბაზაზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჩვეულებრივი საცხობი საფუარი, ისე ლუდის. მოცემულ პროდუქტებს აქვს წარმოუდგენლად ძლიერი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი და გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

კანისთვის საფუვრის ნიღბების ეფექტურობის საიდუმლო მათი უნიკალური ბიოლოგიური ფორმულაა. საფუვრის  შემადგენლობაში შედის კანისთვის აუცილებელი ნივთიერებები: თიამინი_ვიტამინი B1, რომელიც აღადგენს კანს უჯრედულ დონეზე და ხდის მას ელასტიურს, რიბოფლავინი_ვიტამინი B2, ტოკოფეროლი_E ვიტამინი, რომელსაც ახალგაზრდობის ვიტამინის ეძახიან. მოცემული ვიტამინი ასწორებს ნაოჭებს, ამკვრივებს მოშვებულ კანს.

ნიღბების მოსამზადებლად გამოიყენეთ კარგი ხარისხის ახალი საფუარი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:  

  • საფუარი (აირჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი) 1 ს. კ.
  • თბილი ანადუღარი წყალი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

საფუარს დაასხით თბილი ანადუღარი წყალი, აურიეთ და გააჩერეთ 3-5 წუთი. წყლისა და საფუვრის ნარევი არის მოცემული ნიღბების ბაზა.

ამის შემდეგ დაამატეთ შემოთავაზებული 3 ვარიანტიდან ერთ-ერთი:

  1. თუ თქვენი პრობლემა პიგმენტური ლაქებია, მაშინ საფუვრისა და წყლის ნარევს დაამატეთ ლიმონის წვენი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ გრეიპფრუტის ან მოცვის წვენით)
  2. ნაოჭების გასასწორებლად, მოშვებული კანის გასამკვრივებლად დაამატეთ რძე ან იოგურტი, ან არაჟანი.
  3. ნაოჭების გასასწორებლად, ანთებითი პროცესის საწინააღმდეგოდ დაამატეთ თაფლი, რძე, ქოქოსის ან ნუშის ზეთი.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და საჭირო ვარიანტი, დაამატეთ საფუვრიან ნარევს, აურიეთ და ნიღაბი წრიული მოძრაობებით წაისვით სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ წაისვით ცოტა ქოქოსის ან ნუშის ზეთი, ან დამატენიანებელი კრემი. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.

საფუარი საუკეთესოა საშუალებაა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ, ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას.