როგორ გადავრგოთ ვარდი შემოდგომაზე ვარდების თაიგულიდან

ვარდები საკმაოდ ლამაზად ყვავის, მაგრამ როგორც კი მოჭრით, მალევე ფუჭდება. მათი სიცოცხლე შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ და ვარდების თაიგულს ფესვები გაუკეთოთ.

როგორც წესი, ვარდების თაიგულში იშვიათი ჯიშის ვარდებია, რომლის პოვნაც ბაზარზე არც თუ ისე მარტივია.

თქვენ შეგიძლიათ მათ საკუთარი ფესვები თვითონვე გაუკეთოთ ისე, რომ ყოველწლიურად აყვავდნენ.

როგორ უნდა გადარგოთ ვარდი სახლის პირობებში? დაფესვიანების პროცედურა სასურველია ჩატარდეს გაზაფხულზე ან ზაფხულის პირველ ნახევარში. და რაც მთავარია, მხოლოდ სუფთა ვარდებით, თაიგულის შეძენისთანავე.

შეარჩიეთ ვარდი სქელი ღეროებით, რომლის შუაში მინიმუმ 3 კვირტია. არჩეული ვარდისთვის, მკვეთრი დანით 45°-იანი კუთხით, გაჭერით ღერო ქვედა ნაწილში, ზედა ნაწილს მოაჭერით დაახლოებით 2 სანტიმეტრი.

ჭიქაში ჩაასხით წყალი და დაუმატეთ თაფლი. გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ზემოდან მოაყარეთ სანთლის ცვილი, აორთქლების ტენიანობის შესამცირებლად.

შემდეგ ვარდი დარგეთ ქოთანში და ფათლიანი წყალი დაასხით, უმჯობესია ღერო ძალიან არ გაასწოროთ, იყოს ოდნავ დახრილად. კარგად მოაყარეთ მიწა ისე, რომ ზემოდან მხოლოდ პატარა ნაწილი დარჩეს.

ზემოდან დაახურეთ გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი. ყოველი თვის პირველ დღეებში ნიადაგი მსუბუქათ მორწყეთ, დაამატეთ სახამებელი ისე, როგორც ნამდვილ სათბურში.

როდესაც პირველი ფოთოლი გამოყოფს თავს, ბოთლი მოაშორეთ, წყალი უფრო ხშირად დაასხით. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ვარდი გაძლიერდება, გადარგეთ ბაღში.

სახლში თაიგულიდან ვარდის გადასარგველად, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ზრდის სტიმულატორები. მაგალითად, ნიადაგში თავად შეგიძლიათ მოათავსოთ გლიოკლიდინის ტაბლეტი. ზრდის პროცესში, ვარდს დაასხით არა მხოლოდ წყალი, არამედ ფიტოსპორინის ხსნარი.

შეგიძლიათ ვარდების გადარგვის პროცესი ნელ-ნელა, ეტაპობრივად განახორციელოთ. ჯერ გადარგეთ უფრო დიდ ქოთანში, სადაც ბაღის ნიადაგს შეურევთ, შემდეგ, ახალ ქოთანში მოათავსეთ და ბაღში გაიტანეთ, რათა მცენარე ახალ კლიმატურ პირობებს შეეგუოს. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადარგოთ ბაღში.