ალოე ვერას გელს საუკუნეების განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში როგორც კანის, ისე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა სამკურნალოდ.
შემოგთავაზებთ იმ სარგებელთა არასრულ ჩამონათვალს, რომელიც ამ უძლიერეს სამკურნალო მცენარეს მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის.
1. წმენდს ორგანიზმს
ალოე ვერას გელი წმენდს ორგანიზმს, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
2. აძლიერებს იმუნურ სისტემას
ალოეს გელი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამიტომ აუცილებლად მიიღეთ ის ზამთრის ცივ დღეებში.
3. მდიდარია აუცილებელი საკვები ნივთიერებებით
სამკურნალო მცენარე მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.
4. საჭმლის მონელების საწინააღმდეგოდ
ალოე ვერა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან. შეგიძლიათ გამოიყენოთ შებერილობის, მეტორიზმისა და კუჭის მჟავიანობის სამკურნალოდ.
5. არეგულირებს ჰორმონებს
შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰორმონალური დისბალანსის, პანკრეასისა და ელენთის სამკურნალოდ.
6. ანემიის მკურნალი
ხალხურ მედიცინაში ალოეს გელს იყენებდნენ ანემიის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემათა სამკურნალოდ.
7. კანის პრობლემების საწინააღმდეგოდ
ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ალოე კურნავს პატარა ჭრილობებს, დამწვრობებს, ატენიანებს და არბილებს კანს.
ამჯერად, ვისაუბრებთ ალოე ვერაზე, როგორც კანის მკურნალზე და შემოგთავაზებთ სამკურნალო ყინულის კუბიკების მომზადებისა და გამოყენების წესებს.
იმისათვის, რომ ალოე ვერას გელს შეუნარჩუნოთ მკვებავი თვისებები, უნდა ისწავლოთ მისი სწორად გაყინვა.
დაგჭირდებათ ალოეს რამდენიმე ფოთოლი. ფოთოლებს მოაჭერით ეკლიანი გვერდები, გაჭერით შუაზე და კარგად ამოიღეთ გელი. ჟელესებური მასა ფრთხილად გადაიტანეთ ქილაში და გააჩერეთ ცოტა ხანს. შემდეგ გელი დააქუცმაცეთ. გადაიტანეთ ყინულის კუბიკების ყალიბში და გაყინეთ. გაყინული კუბიკები მოათავსეთ კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში. ალოეს კუბიკი წაისვით კანის დაზიანებულ ადგილებზე, ძალიან კარგია კანის მცირე დაზიანებების, დამწვრობის, აკნეს სამკურნალოდ, სასარგებლოა ვარიკოზულ ვენებზე, ბუშტუკებზე გამოყენებისას.
ალოეს კუბიკები ძალიან სასარგებლოა თვალების ირგვლივ მუქი წრეებისა და ტომრების შესამცირებლად.
ალოეს კუბიკი გამოიღეთ საყინულედან, ცოტა ხანს გააჩერეთ და შემდეგ დაზიანებულ კანზე წაისვით მსუბუქი მოძრაობებით.
გაყინეთ ალოე ვერას გელი და გაიადვილეთ ცხოვრება, რადგან მუდმივად გექნებათ პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი ბუნებრივი საშუალება.