
ძვირფასო დიასახლისებო, ისე როგორ ჩაივლის ალუბლობის სეზონი, რომ უგემრიელესი, ნაზი და საოცრად არომატული, მომჟავო-მოტკბო გემოს მქონე ალუბლის ღვეზელი არ გამოაცხოთ.
დესერტის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 150 გრ
- ფქვილი 150 გრ
- გამაფხვიერებელი ნახევარი ჩ. კ.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნაღები (33-35%-იანი ცხიმიანობის) 250 გრ
- ყველი მასკარპონე 250 გრ
- შაქარი 150 გრ
შიგთავსისთვის:
- ალუბალი
ზემოდან მოსაყრელად:
- დაგჭირდებათ 100 გრ შოკოლადი
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი 5-7 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
- თანდათან დაამატეთ ფქვილი, ურევთ ხის ან პლასტმასის კოვზით და ცომიც მზად არის.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 20-25 წუთი.
- ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ.
- ბისკვიტი ალუბლის წვენით დანამეთ და ზედაპირზე დააწყვეთ დაკურკული ალუბლები.
ამზადებთ კრემს:
- ნაღები და შაქარი კარგად ათქვიფეთ.
- დაამატეთ მასკარპონე და ცოტა ხანს კიდევ ათქვიფეთ.
- ნაზი და ჰაეროვანი კრემი დაიტანეთ ალუბალზე და თანაბრად გაანაწილეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი მოხარშული კრემი.
- კრემი დაფარეთ გახეხილი შოკოლადით.
- ალუბლის საოცრად არომატული დესერტი 3-4 საათით შედეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!