
შემოგთავაზებთ უნაზესი და საოცრად გემრიელი ტორტის, ,,ესკიმოს“, რეცეპტს. ფუმფულა, ჰაეროვანი, კაკაოს არომატით გაჯერებული ბისკვიტისა და უგემრიელესი კრემის კომბინაცია უბრალოდ ზღაპარია.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ცივი წყალი 10 ს. კ.
- კაკაო 2 ს. კ. (სავსე)
- სოდა ნახევარ ჩაის კოვზზე ცოტა მეტი
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- ვანილინი 1 ჩ. კ.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ფქვილი 3 ს. კ. (სავსე)
- კვერცხი 2 ცალი
- ვანილინი 1 ჩ. კ.
- თბილი რძე 1 ჩ. ჭ.
- კარაქი 250 გრ
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- შაქარი 2 ს. კ.
- კაკაო 2 ს. კ.
- არაჟანი 2 ს. კ.
- კარაქი 50 რგ
მომზადების წესები:
- კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან გამოყავით. ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
- ცალკე თასში გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი. შემდეგ დაამატეთ სოდა, ცივი წყალი, ვანილინი, კაკაო და აურიეთ.
- კვერცხის გულებიან მასას თანდათან შეურიეთ ათქვეფილი ცილა და ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ფქვილი. ურევთ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. მოსარევად იყენებთ ხის ან პლასტმასის კოვზით.
- ფორმას წაუსვით კარაქი და მომზადებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.
- კრემის მოსამზადებლად აიღეთ სქელძირიანი ქვაბი. მიქსერით ათქვიფეთ 2 კვერცხი, შაქარი და კაკაო, დაამატეთ თბილი რძე და ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ. ადუღეთ 1 წუთი. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
- ცალკე თასში ათქვიფეთ კარაქი და ვანილინი, თითო-თითო კოვზობით დაამატეთ მოხარშული კრემი და უგემრიელესი ჰაეროვანი კრემი მზად გაქვთ.
- ამზადებთ მინანქარს: სქელძირიან ქვაბში აურიეთ შაქარი, კაკაო, არაჟანი და ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ გაუწყვეტლივ, ადუღებამდე დაამატეთ კარაქი და გადმოდგით ცეცხლიდან.
- ბისკვიტზე დაიტანეთ გაგრილებული კრემი და თანაბრად გაანაწილეთ. დესერტი 30 წუთით შედეთ მაცივარში. კრემზე მოასხით მინანქარი, თანაბრად გაანაწილეთ და მზა დესერტი შედეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!