
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ორი უმარტივესი ნარევის რეცეპტს. ვიტამინებითა და მინერალებით დატვირთული სამკურნალო საშუალებების დახმარებით შეძლებთ იმუნური სისტემის გაძლიერებას, სისხლის გაწმენდას, სხეულის უჯრედების განახლებას, მოგეხსნებათ დაღლილობის მუდმივ შეგრძნება, თავის ტკივილები.
რეცეპტი N1
ეს ერთ-ერთი უძლიერესი გამწმენდი სასმელია, რომლის დახმარებით შეძლებთ ორგანიზმის გაძლიერებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის აღმოფხვრას.
ვაშლის, ლიმონისა და ჭარხლის კომბინაცია დატვირთულია საკვები ნივთიერებებით და სამკურნალო თვისებებით.
ლიმონი და ვაშლი წმენდს სისხლს, ატუტოვანებს სხეულს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ჭარხალი წმენდს სისხლს, ამარაგებს ორგანიზმს მკვებავი ნივთიერებებით, აძლიერებს ძვლოვან ქსოვილს, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვაშლი 1 ცალი
- მეოთხედი ლიმონი ან ნახევარი ფორთოხალი
- ნახევარი ჭარხალი
- ნახევარი სტაფილო
- გაფილტრული წყალი 200 მლ
- ოხრახუში (პატარა კონის ნახევარი)
მომზადებისა და მიღების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები დაჭერით, ლიმონი შეგიძლიათ კანიანად გამოიყენოთ, და დააბლენდერეთ.
- წვენი დალიეთ მომზადებისთანავე მცირე ყლუპებით. რეკომენდებულია დღეში 1 ჭიქის დალევა. აუცილებლად მიიღეთ უზმოზე.
სასურველი შედეგი დიდი ხნით არ დააყოვნებს. გრძნობთ როგორ ძლიერდება თქვენი ორგანიზმი, გემატებათ ენერგია და ხშირად აღარ ავადმყოფობთ.
რეცეპტი N2
მოცემული საშუალების წყალობით შეძლებთ იმუნიტეტის გაძლიერებას. ვიტამინებისა და მინერალების ნაკრები აღგავსებთ ენერგიით, გაგიუმჯობესებთ განწყობას, მოგიხსნით დაღლილობას, მოთენთილობას. შეიძლება ითქვას, ნარევი ორგანიზმის მკურნალია. საუკეთესოა კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჭარხალი 1 კგ
- თაფლი 1 ლ
- ფორთოხალი 3 ცალი
- სტაფილო 500 გრ
- ვაშლი 3 ცალი
- ლიმონი 1 ცალი
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედიენტები გათალეთ, წვრილად დაჭერით, დაამატეთ თაფლი და დააბლენდერეთ.
- ნარევი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.
- 50-70 მლ მიიღეთ დილით, უზმოზე. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე.
გაითვალისწინეთ, მოცემული საშუალების მიღება არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!