ადამიანი ყოველდღიურად ზრუნავს თავის სხეულზე, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ფეხების კანის მოვლა და ეს სერიოზული შეცდომაა. სწორედ ამიტომ, უხეშდება კანი, შერება, მაგრდება და ჩნდება ნახეთქები. მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ფეხების კანზე, განსაკუთრებით ქუსლებზე, რათა შევუნარჩუნოთ მათ ჯანმრთელობა და სილამაზე.
სტატიაში შემოგთავაზებთ 4 უმარტივეს მეთოდს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ ქუსლების კანის გაწმენდას, დარბილებას, უხეში კანისა და ბზარების მოშორებას. შეძლებთ ქუსლები იდეალურ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ.
1. დამატენიანებელი მალამო
აუცილებელია ფეხების კანის რეგულარულად კვება და დატენიანება. გამოიყენეთ ფეხის სპეციალური დამატენიანებელი საშუალებები, მაგრამ თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი დამატენიანებელი მალამო ან ალოე ვერას გელი, გლიცერინი, ვაზელინი, ზეითუნის ზეთი.
2. ნიღაბი
შეგიძლიათ გამოიყენოთ კომერციული ნიღბები, მაგრამ ბევრად ეფექტური და უსაფრთხოა ხელნაკეთი საშუალებები.
შემოგთავაზებთ უმარტივესი ხელნაკეთი ნიღაბის რეცეპტს. კიტრის წვენს დაამატეთ ცოტა თაფლი და ლიმონის წვენი, აურიეთ და წაისვით კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
ჩაანაცვლეთ კიტრი ავოკადოთი და გახადეთ ნიღაბი უფრო მკვებავი.
3. პემზა
ქუსლების გასახეხად პემზა საუკეთესო საშუალებაა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამოყენება კვირაში ერთხელ მაინც. ეს საშუალებას მოგცემთ აღმოფხვრათ მკვდარი უჯრედები და თავიდან აიცილოთ ბზარების წარმოქმნა. პემზა გამოიყენეთ დატენიანებულ ან გასაპნულ ქუსლებზე. თუ კანი ძალიან არის გამომშრალი, 10 წუთით ჩაყავით ფეხები თბილ წყალში და შემდეგ გაწმენდა გაგიადვილდებათ.
4. ბუნებრივი საშუალება
ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა ლიმონის აბაზანები. თბილ წყალს დაამატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი, ცოტა შაქარი და აურიეთ. მომზადებულ აბაზანაში 15-20 წუთით ჩაყავით ფეხები. შემდეგ მკვდარი უჯრედების ასაქერცლად გამოიყენეთ პემზის ქვა.