ხელების კანი ნაზი, გლუვი და მუდამ მოვლილი რომ იყოს, ჩაინიშნეთ მარტივი საშინაო რეცეპტები

ლამაზი ხელები და ფრჩხილები მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ჰმატებს შარმს, ელეგანტურობას და,  შეიძლება ითქვას, საუბრობს მათზე.

ხელების კანი ყველაზე მეტად განიცდის გარემო ფაქტორების ზემოქმედებას. სწორედ ამიტომ, სიბერის ნიშნების პირველი გამოვლინებები  ხელებზე აისახება.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომლებიც ხელების კანს კვებავს, ატენიანებს, ანიჭებს სიგლუვეს. შემოთავაზებული რეცეპტებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი,  ხელმისაწვდომი, დაუყონებლივ მოამზადეთ და ისიამოვნეთ თქვენი აბრეშუმივით რბილი და ფაფუკი კანით.

1. შაქრისა და თაფლის სკრაბი

ამ ორი ინგრედიენტის საშუალებით ბუნებრივი გზით შეძლებთ ხელების კანის გაწმენდას. თუ თქვენ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, ნიღაბი შეიზილეთ მსუბუქი, ფრთხილი მოძრაობებით.

სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 3 ს. კ.
  • შაქარი 2 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 4 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ხელები კარგად დაიბანეთ, დაიტანეთ მომზადებული მასა და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. პროცედურის ბოლოს ხელები თბილი წყლით დაიბანეთ.

2. კარტოფილი, თაფლი და რძე

მოცემული საშუალება მომენტალურად ატენიანებს ხელების კანს. ნიღაბი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი კომერციული საშუალება.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:  

  • კარტოფილი 1 ცალი
  • თაფლი 2 ს. კ.
  • რძე 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

კარტოფილი გათალეთ, დაჭერით კუბიკებად და მოხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ და თბილს დაამატეთ თაფლი, რძე და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გაგრილებული მასა დაიტანეთ წინასწარ დაბანილ ხელებზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ხელები დაიბანეთ ცივი ან თბილი წყლით.

3. შაქრისა და ზეთის სკრაბი

შემოგთავაზებთ შაქარის ამქერცლავი თვისებებისა და ზეითუნის ზეთის დამარბილებელი ეფექტის გაერთიანებას.

სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • შაქარი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

შაქარს დაამატეთ ოთახის ტემპერატურის ზეთი და კარგად აურიეთ. სკრაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ხელებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. პროცედურის ბოლოს ხელები დაიბანეთ თბილი წყლით.

4. ვარდის, ლიმონისა და ზეთის კრემი

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წითელი ვარდის ფურცლები 1 მუჭა
  • 1 ცალი ლიმონის კანი
  • ზეითუნის ზეთი 200 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:  

  1. მოსამზადებლად დაგჭირდებათ მინის ქილა.
  2. ლიმონის კანი დაჭერით წვრილად.
  3. ქილაში ჩაყარეთ ვარდის ფურცლები, დაამატეთ ლიმონის კანი, დაასხით ზეითუნის ზეთი, მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და დააყოვნეთ 15 დღე.

მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ხელის მოსავლელი უებარი საშუალება  მზად არის. კრემი ყოველ საღამოს წაისვით ხელების კანზე.