6 ვარჯიში, რომელიც ლოგინიდან ადგომის გარეშე შეგიძლიათ შეასრულოთ

ზედმეტი წონის მოსაშორებლად და კუნთების ჩამოსაყალიბებლად უამრავი სახის ვარჯიში არსებობს. მათ შორის შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ისეთი ხრიკებიც, რომლების შესრულებაც ლოგინში შეგიძლიათ. ისინი მთელი დღის სამყოფი ენერგიით აგავსებენ, დააბალანსებენ თქვენი ორგანიზმის პროცესებს, გაგიუმჯობესებენ ხასიათს და გააჯანსაღებენ თქვენს ხერხემალს. ნუ წამოხტებით გაღვიძებისთანავე ლოგინიდან, ოდნავ გაიწელეთ და მოიშორეთ ბალიში თქვენი თავის ქვემოდან. მის ნაცვლად დაახვიეთ პირსახოცი 8 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე დასაყრდენის მისაღებად და გამოიყენეთ ეს ვარჯიშების დროს.

ამოიდეთ საყრდენი თქვენი თავის დაბლა, ზუსტად თქვენი მხრების ქვემოთ და გადაწიეთ ხელები თავის უკან. ამ დროს მთავარია მოდუნდეთ და ამ საყრდენზე ნაყინივით გადადნეთ. გაიღიმეთ თქვენი ტუჩებით და თვალებით და ასევე ეცადეთ თქვენი მკერდით, მუცლით და მთელი სხეულით გაღიმებას.

ამოიდეთ საყრდენი კისრის ქვეშ. გაუხახუნეთ ხელის გულები ერთმანეთს მათ გასათბობად და შემდეგ “ჩამოიბანეთ” სახე, შუბლი და თავის უკანა ნაწილი თბილი ხელისგულების მასზე ჩამოსმით, შემდეგ “ჩამოიბანეთ” ყურებიც. გაიმეორეთ იგივე მოქმედება კისრის, მკერდისა და მუცლისათვის.

კისრის ქვეშ საყრდენის ამოდების შემდეგ დაიდეთ მარჯვენა ხელი მარცხენა ხელს და დაატანეთ ცოტა ძალაც, ჩამოასრიალეთ თითებიდან იდაყვამდე, შემდეგ წელის დაბლაც, თითქოს ხელიდან რაიმეს იშორებთ. გაიმეორეთ იგივე მეორე ხელისთვისაც.

ზურგზე დაწოლილმა მოხარეთ მუხლები, მოკიდეთ ხელი მარცხენა ქუსლს და მოსრისეთ იგი ენერგიულად. შემდეგ მოსრისეთ ამ ფეხის ძირი, რომელიც ძირს ეხება. ეს თქვენი ფესვები გახლავთ. ასევე მოისრისეთ თითებს შორის არსებული ადგილები და ქუსლის დასაწყისი სივრცე.

გაჭიმეთ სხეული თავის უკან გადაწეული თითების გადაჯვარედინების შემდეგ. აწიეთ ფეხის თითები მაღლა და ქუსლები დაბლა. შემდეგ ნელა დაუშვით ხელები დაბლა და ასევე ჩამოწიეთ ფეხის თითები დაბლა, ბალერინას მსგავსად. გაიმეორეთ ეს პროცესი რამდენჯერმე.

მიწიეთ თქვენი მოხრილი მუხლები მუცლისკენ და გვერდებზე სიბრტყეზე ჩამოდევით თქვენი მკლავები. მოხრილი ფეხები გადაწიეთ მარჯვნივ და ამის პარალელურად გადაატრიალეთ თქვენი თავი მარცხნივ. გაიმეორეთ იგივე პროცესი საპირისპირო მხარესაც. შეასრულედ ეს ვარჯიში რამდენჯერაც გინდათ.