როგორ მოვამზადოთ ორიგინალური და გემრიელი ორცხობილები 15 წუთში

0
1003

უქმეებზე პიკნიკის მოწყობა გადაწყვიტეთ და არ იცით დესერტად რა მოამზადოთ? თქვენი პატარების გასაბედნიერებად შემოგთავაზებთ უგემრიელეს და უმარტივეს ორცხობილებს, რომლებიც შეგიძლიათ ბავშვებთან ერთადაც მოამზადოთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 400 გრ
  • შაქარი 200 გრ
  • კარაქი 300 გრ
  • კვერცხი 3 ცალი

მომზადების წესი:

მიქსერით გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, შემდეგ დაამატეთ დარბილებული კარაქი და გააგრძელეთ თქვეფა ერთგვარი მასის მიღებამდე. ბოლოს შეურიეთ ფქვილი და გააგრძელეთ ხელით ზელვა. მიიღებთ ფაფუკ ცომს. ორცხობილებს მიეცით თქვენი პატარებისთვის სასურველი ფორმები: საყვარელი დათუნიების, ვარსკვლავების, გულების, ნაძვის ხეების. შექმნილი საოცრებები დააწყვეთ პერგამენტის ქაღალდზე და აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე.

მარტივი მაგალითი ორცხობილებისათვის ორიგინალური ფორმის მისანიჭებად: 

მიირთვით უგემრიელესი ორცხობილები და გაუმასპინძლით ამ დესერტით თქვენს პატარებს – მათ აუცილებლად მოეწონებათ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here