გარგარის საუცხოო არომატით გაჯერებული უგემრიელესი ნამცხვარი სახელად ,,ჩაბელა“

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, უნაზესი, გარგარის საუცხოო არომატით შეზავებული საოცარი ,,ჩაბელას“ რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 15 ცალი
  • შაქარი 250 გრ
  • ლიმონი 1 ცალი
  • ფქვილი 260 გრ
  • ვანილი
  • ზეთი 1 ს. კ.
  • გარგარის ჯემი

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შაქრის ფხვნილი 100 გრ
  • წყალი 2 ს. კ.
  • რძე 1 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. აიღეთ ღრმა თასი. თავდაპირველად, ათქვიფეთ 3 კვერცხი და 50 გრ შაქრის ფხვნილი. შემდეგ დაამატეთ 3 კვერცხი, 50 გრ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა. მოცემული წესის მიხედვით შეათქვიფეთ დარჩენილი კვერცხები და შაქარი.
  2. დაამატეთ ლიმონის ცედრა და წვენი. თანდათან შეურიეთ გაცრილი ფქვილი და ვანილი.
  3. დაგჭირდებათ 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ზეთი, გადაიტანეთ მზა ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.
  5. ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ და გაყავით 3 თანაბარ ნაწილად. ფენები შეაერთეთ გარგარის ჯემით, ხოლო ზედა ფენა დაფარეთ მინანქრით.
  6. მინანქრის მოსამზადებლად აურიეთ მოცემული ინგრედიენტები და დადგით დაბალ ცეცხლზე, არ აადუღოთ. მინანქარი ოდნავ გააგრილეთ და ზედა ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ.

საოცარი გემო აქვს გარგარის უნაზეს ღვეზელს. მოამზადეთ, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!