ფუმფულა, მსუბუქი, ჰაეროვანი და ნაზი ბისკვიტის, ,,შიფონის“ მარტივი რეცეპტი

შემოგთავაზებთ ფუმფულა, მსუბუქი, ჰაეროვანი, ნოტიო, ნასვრეტებიანი და უნაზესი ბისკვიტის, ,,შიფონის“ ბისკვიტის, რეცეპტს. ეს საოცრება შეგიძლიათ მიირთვათ კრემის გარეშე ან გამოიყენოთ ტორტის მოსამზადებლად.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • კვერცხი (მთლიანი) 5 ცალი
  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • გამაფხვიერებელი 2,5 ჩ. კ.
  • მარილი მწიკვი
  • წყალი 140 მლ
  • ლიმონმჟავა მეოთხედი ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი 90 მლ

მომზადების წესი:

  1. კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან.
  2. აურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, 150 გრ შაქარი.
  3. ფქვილიანი მასა ამოაღრმავეთ, ჩაასხით წყალი, კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი და ურევთ კოვზით. შემდეგ თქვეფთ მიქსერით.
  4. ცალკე თასში ათქვიფეთ 5+1 კვერცხის ცილა.
  5. დაამატეთ ლიმონმჟავა, 50 გრ შაქარი და თქვეფთ მყარი მასის მიღებამდე.
  6. ათქვეფილი ცილა თანდათან შეურიეთ მომზადებულ ცომს. ურევთ ნაზად სილიკონის ან ხის კოვზით.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45 წუთი.
  8. ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ.

ბისკვიტს ნოტიოს და ფუმფულას შეინარჩუნებთ 7-8 დღე თუ შეფუთავთ პერგამენტის ქაღალდში. გემრიელად მიირთვით!