შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი, ფაფუკი, უნაზესი, ნაყინის მსგავსი სტრუქტურის კრემის რეცეპტს. კრემი იდეალურია ტორტებისა და ქაფქეიქების მოსართავად. ინარჩუნებს ფორმას ოთახის ტემპერატურაზე.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 130-150 გრ
- ფქვილი 2 ს. კ.
- ვანილის შაქარი 1 შეფუთვა
- არაჟანი 25%-იანი ცხიმიანობის 350 მლ
- კარაქი 250 გრ
მომზადების წესი:
- მოსამზადებლად გამოიყენეთ სქელძირიანი ქვაბი.
- კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი და ფქვილი ათქვიფეთ.
- დაამატეთ არაჟანი. ქვაბი დადგით ორთქლის აბაზანაზე, ურევთ განუწყვეტლივ და ადუღეთ გასქელებამდე. მასა აუცილებლად უნდა გასქელდეს!
- მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე ათქვიფეთ დარბილებული კარაქი. თქვეფთ 4-5 წუთი. კარაქს თითო-თითო კოვზობით დაამატეთ გაგრილებული კრემი.
- მიიღებთ ფაფუკ და ძალიან გემრიელ კრემს. კრემი გამოყენებამდე 1-2 საათით აუცილებლად შედეთ მაცივარში.
მოამზადეთ უგემრიელესი კრემი და კიდევ უფრო გააგემრიელეთ თქვენი დესერტები!