შემოგთავაზებთ სერბული აივარის რეცეპტს. ბულგარული წიწაკით მომზადებული არომატული, პიკანტური და უგემრიელესი სოუსი შეგიძლიათ გამოიყენოთ გარნირად, სენდვიჩების მოსამზადებლად ან მიირთვათ პურთან ერთად.
სოუსი უმარტივესი მოსამზადებელია და სჭირდება მინიმალური ინგრედიენტები.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წითელი ბულგარული პილპილი 3 კგ
- ხახვი 2 თავი
- ნიორი 10 კბილი
- ცხარე წიწაკა 1 ცალი
- მზესუმზირის ზეთი (უსუნო) 250 მლ
- ვაშლის ძმარი 100 მლ ან ნახევარი ლიმონის წვენი
- შაქარი 1 ს. კ.
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბულგარული წიწაკები აარჩიეთ ხორციანი, გემრიელი და არომატული. კარგად გარეცხეთ, დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ გრილზე მომზადებული კიდევ უფრო გემრიელი გამოდის.
- გამომცხვარ ბულგარულ წიწაკებს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და კიდეები მჭიდროდ შეკარით. ამ გზით წიწაკებს მარტივად გააცლით კანს. გაასუფთავეთ თესლისგან და დააწყვეთ საწურზე.
- ხახვი დაჭრით ალყა-ალყა და მოთუშეთ ცოტა ზეთში.
- ბულგარული წიწაკა, მოთუშული ხახვი, ნიორი, ცხარე წიწაკა გაატარეთ (გამოიყენეთ მსხვილი ბადე).
- მიღებული მასა გადაიტანეთ თუჯის ქვაბში, დაასხით ზეთი, შეაზავეთ შაქრით, მარილით და დადგით საშუალო ცეცხლზე.
- ადუღებიდან ადუღეთ კიდევ 10 წუთი, დაამატეთ ძმარი ან ლიმონის წვენი და აადუღეთ.
მომზადებული მასა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ გასტერილებული ხუფები. ქილები დააწყვეთ თავდაყირა და შეფუთეთ გაგრილებამდე. გემრიელად მიირთვით!