შემოგთავაზებთ გემრიელი და არომატული სოსისის რეცეპტს. სოსისს ამზადებთ თქვენი ხელით, იცით როგორ ხორცს, რძეს, კარაქს იყენებთ, ამიტომ თამამად აჭამეთ თქვენს პატარებს. სოსისი ხომ პატარების საყვარელი კერძია, მოამზადეთ და გაახარეთ ისინი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 500 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- კარაქი 50 გრ
- რძე 100 მლ
- მარილი გემოვნებით
- შავი პილპილი 2 მწიკვი
- პაპრიკა ნახევარი ჩ. კ.
- ხმელი ქინძი (დაფქული) 2 მწიკვი
მოცემული ინგრედიენტებით შეძლებთ 7-8 სოსისის მომზადებას.
მომზადების წესი:
- ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად და გაატარეთ წვრილ ბადეში. დაამატეთ კარაქი და აურიეთ.
- შემდეგ დაამატეთ უმი კვერცხი, პაპრიკა, შავი პილპილი, ქინძი, მარილი, რძე და კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასის 2 ს. კ. დადეთ საკვების ცელოფანზე და ძალიან მჭიდროდ შემოახვიეთ, მიეცით სოსისის ფორმა. კიდეები შეკარით ძაფით, თითქოს კანფეტები მოამზადეთ.
ხელნაკეთ სოსისებს დაასხით ცივი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ 20 წუთი. შეგიძლიათ მაშინვე არ მოხარშოთ, მაგრამ აუცილებლად შეინახეთ საყინულეში.
მიირთვით მოხარშული ან შეწვით.