შემოგთავაზებთ რუსი დიეტოლოგის, მარგარიტა კოროლევას, ცხრადღიან დიეტას, რომლის საშუალებითაც 9 დღეში 9 კგ-ის დაკლებას შეძლებთ.
დიეტოლოგი მეცნიერული არგუმენტებით გამყარებულ უამრავ უნივერსალურ რჩევას იძლევა.
მის სავიზიტო ბარათად იქცა ცხრადღიანი დიეტა, რომლის წყალობით 9 დღეში ცხრა კილოგრამს დაიკლებთ, გაიძლიერებთ იმუნიტეტს და ორგანიზმს გაიწმენდთ ტოქსინებისგან.
დიეტა დამყარებულია 3 ეტაპზე, თითოეულ მათგანს მართავს ერთი პროდუქტი – ბრინჯი, ქათმის ხორცი ან ბოსტნეული.
ბრინჯი და ქათმის ხორცი მდიდარია ცილებითა და ნახშირწყლებით, ხოლო ბოსტნეული_ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში საბოლოო „წმენდის“ განხორციელებას, ათავისუფლებს ნაწლავებს ტოქსინებისგან.
პირველი 3 დღე ბრინჯის დიეტა
- ერთ დღეზე გათვლილია 250 გრ ბრინჯი.
- წინა საღამოს ჩაალბეთ ბრინჯი, დილით კარგად გარეცხეთ, დაასხით 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშავთ 15 წუთი.
- მომზადებული მასა გაყავით 6 თანაბარ ნაწილად და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ბოლო ჭამა განახორციელეთ საღამოს 8 საათზე.
- დიეტოლოგის რჩევით, რეკომენდებულია დღეში 3 ს. კ. თაფლის, მწვანე ჩაისა და 2,5 ლ წყლის მიღება.
4-6 დღე
- მომდევნო 3 დღე აუცილებლად უნდა ჭამოთ მხოლოდ ქათმის ხორცი. წიწილას ან ქათამს, რომელიც იწონის 1-1,2 კგ-ს, კანი მოაშორეთ და მოხარშეთ.
- ხორცი გაყავით 6 თანაბარ ნაწილად და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ბოლო ჭამა განახორციელეთ საღამოს 8 საათზე.
- ამ სამი დღის განმავლობაში თაფლის მიღება არ შეიძლება, მაგრამ ბევრი წყლისა და მწვანე ჩაის დალევა აუცილებელია.
7-9 დღე
- ფინალური მენიუ მოიცავს ბოსტნეულს. ერთ დღეზე გათვლილია 500 გრ მოთუშული ბოსტნეული და 500 გრ უმი.
- როგორც წესი ბოსტნეულსაც ყოფთ 6 თანაბარ ნაწილად და მიირთვით საღამოს 8 საათამდე.
- რეკომენდებულია თაფლის, მწვანე ჩაისა და ბევრი წყლის მიღება.
- მთავარი ბონუსი არის მწვანე ჩაი, რომლის მოხმარება ნებადართულია ნებისმიერი რაოდენობით.
მარგარიტა კოროლევას ცხრადღიანი დიეტა დიდი პოპულარობით სარგებლობს. დაიცავით და ეფექტური შედეგით ისიამოვნეთ!