სამკომპონენტიანი კრემი, რომელიც ნებისმიერ ნამცხვარს კიდევ უფრო გემრიელს გახდის. ხაჭოს ეს საოცრება ოჯახში ყველას ძალიან გვიყვარს

0
265

შემოგთავაზებთ ხაჭოს არომატით გაჯერებული არარეალურად გემრიელი კრემის რეცეპტს, რომელიც შესანიშნავია სხვადასხვა დესერტების მოსამზადებლად.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ხაჭო 300 გრ
  • ნაღები 33%-იანი ცხიმიანობის 200 მლ
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. ცივ ნაღებს (აუცილებლად უნდა იყოს ცივი) დაამატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
  2. ხაჭო დააბლენდერეთ. პროცესის გასამარტივებლად დაამატეთ 2-3 ს. კ. ნაღები. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი გლუვი მასა.
  3. შემდეგ ხაჭო დაამატეთ ნაღებისა და შაქრის ნარევს და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
  4. როგორც ხედავთ, უმარტივესად მოსამზადებელი ფაფუკი კრემი რამდენიმე წუთში გექნებათ მზად.

გემრიელად მიირთვით!