
ყველა ადამიანის ოცნებაა, ჰქონდეს ლამაზი და ჯანმრთელი კანი. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება კოლაგენის გამომუშავება და კანზე აისახება სიბერის პირველი ნიშნები.
თანამედროვე კოსმეტოლოგიაში არსებობს რევოლუციური მეთოდები, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ, კანს შეუნარჩუნოთ ახალგაზრდობა. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ძვირადღირებული პროცედურების შესაძლებლობა.
ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და შემოგთავაზებთ კანის მოვლის უმარტივესი, ბიუჯეტური, ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ კანის მაქსიმალურ აღდგენას.
ნუ გადაიხდით ზედმეტს ძვირადღირებულ მალამოებსა და ლოსიონებში. მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება, რომლის წყალობითაც შეიმცირებთ ღრმა ნაოჭებს, მოიშორებთ წვრილ ნაოჭებს და შეაფერხებთ მათ წარმოქმნას. ნარევი აღადგენს დაზიანებულ ქსოვილს და ატენიანებს კანს.
კანის გამაახალგაზრდავებელი და ნაოჭების შესამცირებელი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- დაჭრილი ოხრახუში 2 ს. კ.
- ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი 1 ჩ. კ.
- წყალი 200 მლ
მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი, დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და ადუღეთ 15 წუთი. ნახარში გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, დაამატეთ ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი და გადაიტანეთ მინის კონტეინერში.
გამოყენების წესები:
ბამბის საფენი გააჯერეთ ცოტაოდენი სითხით და ნაზი, მცირე დარტყმებით დაიტანეთ სახის კანზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ T-ზონას (T-ზონა არის სახის ნაწილი შუბლი, ცხვირი და ნიკაპი) და კანის დაზიანებულ უბნებს.
შემოთავაზებული საშუალება ეფექტურად გამოიყენება კანის გასათეთრებლად, ნაოჭების შესამცირებლად და ასაკობრივი ლაქების გასაღიავებლად.