ხაჭოს უნაზესი დესერტი, რომელიც შეგიყვარდებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხაჭოს თვალის დასანახად ვერ იტანთ

387

შემოგთავაზებთ ხაჭოს უგემრიელესი და დახვეწილი დესერტის რეცეპტს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ შოკოლადის ნაზი ტექსტურა, რომელიც პირში დნება და მხოლოდ სასიამოვნო სიამოვნებას ტოვებს. დესერტი გემრიელი იქნება როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჟელატინი 1 შეფუთვა
  • რძე 1 ჩ. ჭ.
  • ხაჭო 500 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • კაკო 3 ს. კ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. ჟელატინს დაასხით რძე, მოურიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ ჟელატინის გადნობამდე, მაგრამ არ აადუღოთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
  2. ხაჭო აუცილებლად გაატარეთ საცერზე, დაამატეთ შაქარი, დარბილებული კარაქი, კაკაო და აურიეთ.
  3. დაამატეთ ჟელატინის ნარევი და კარგად აურიეთ.
  4. მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში (შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის ფორმაც).
  5. ხაჭოს ჟელე 3-4 საათით შედეთ მაცივარში.
  6. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, დესერტი გადმოიტანეთ ლანგარზე. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან მოაფრქვიოთ კაკაო. ხაჭოს შოკოლადიან ჟელეს  შეგიძლიათ დაამატოთ წვრილად დაჭრილი ხილი, ძალიან გემრიელია წითელი ან შავი მოცხარით, მოცვით, რადგან დესერტს მოტკბილო-მომჟავო გემო ექნება.
  7. საოცრად გემრიელ დესერტს მიიღებთ თუ შიგთავსად მოხარშულ შესქელებულ რძეს გამოიყენებთ (ამ შემთხვევაში შაქრის რაოდენობა შეამცირეთ). მომზადებული მასა გაყავით ორ ნაწილად. ჯერ ერთი ნაწილი გაანაწილეთ ფორმაში, შემდეგ დაიტანეთ 3-4 ს. კ. მოხარშული შესქელებული რძე და ზემოდან კვლავ ხაჭოს მასა გაანაწილეთ. მიიღებთ უგემრიელეს დესერტს.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!