ნოყიერი და სასარგებლო კექსი, რომელიც გამოდის იმდენად ჰაეროვანი, რომ პირში მოხვედრისთანავე დნება

0
788

უგემრიელესი, ნოყიერი და ფაფუკუი კექსი, რომელიც დაბალკალორიულია. საკმაოდ მოზრდილი ნაჭერი, რომელიც 100 გრ იწონის, მხოლოდ 240 კალორიას შეიცავს.

საჭირო იგრედიენტები ცომისთვის:

  • კვერცხი 2 ცალი
  • თაფლი 50 გრ
  • ბრინჯის ფქვილი 150 გრ
  • ცხიმგამოცლილი რბილი ხაჭო 150 გრ
  • რძის ფხვნილი 100 gr
  • ნახევარი ჩ. კ. სოდა ლიმონის წვენთან ერთად

იგრედიენტები კრემისთვის:

  • სიმინდის სახამებელი 10 გრ
  • რძე 2,5% 150 გრ
  • კვერცხი (გული) 1 ცალი

ცომის მომზადება:

კვერცხი და თაფლი აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ ხაჭო, რძის ფხვნილი და ბრინჯის ფქვილი. მიღებული მასა დაასვენეთ 10 წუთი. შემდეგ კი გამოაცხვეთ 25-30 წუთის განმავობაში 180 გრდუს ტემპერატურაზე. გამომცხვარი კექსი ღუმელიდან არ გამოიღოთ იქვე გააციეთ.

კრემის მომზადება:

კრახმალი, კვერცხის გული და რძე ათქვიფეთ მიქსერით, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ, ადუღებისთანავე გამორთეთ და გააციეთ. გაჭერით კექსი შუაზე და მიღებულ ფენებს წაუსვით კრემი და შეაერთეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here