ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას კონკრეტულ უბნებში და მოკლე ვადაში შეგიმცირებთ სტრიებს

445

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული საშუალების რეცეპტს, რომელიც ამცირებს სტრიებს, თითქმის უხილავს ხდის მათ, კანს არბილებს, ამკვრივებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასწრაფებს ლიმფის დინებას, ხსნის დაღლილობას.

სტრიები წონის უეცარი მომატების შედეგად ჩნდება და ყველაზე მეტად მოიცავს მუცლის, თეძოების, მკლავების ზონას.

სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შაქარი 2 ს. კ.
  • დაფქული ყავა 1 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.
  • ნუშის ზეთი 1 ჩ. კ.
  • ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, დაიტანეთ კანზე და 3-5  წუთის განმავლობაში წრიული მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. შემდეგ ჩაწექით თბილ აბაზანაში. აბაზანას დაამატეთ 50 გრ მარილი და ლიმონის ან ფორთოხლის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.

რეცეპტში ლიმონის წვენის არსებობის გამო, ეს პროცედურა ყოველთვის საღამოს ჩაიტარეთ და მეორე დღეს მოერიდეთ მზის ზემოქმედებას.

არსებობს სხვა მეთოდებიც, რომელთა საშუალებით შეძლებთ სტრიების შემცირებას:

  • ყოველდღიური აქერცვლა: გამოიყენეთ სპეციალური ღრუბელი მკვდარი კანის მოსაშორებლად და სტრიების შესამცირებლად.
  • აბაზანა: მოამზადეთ ბალახების (სალბის, გვირილას, გულყვითელას) ნაყენის აბაზანა. ნაზი მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. გამოიყენეთ ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი და შემდეგ აბაზანით ისიამოვნეთ.
  • რუჯი: მსუბუქ რუჯს შეუძლია სტრიების შემცირება.
  • დატენიანება: კანის დატენიანების საუკეთესო საშუალებაა წყალი. ამიტომ ყოველდღიურად დალიეთ საჭირო რაოდენობის  წყალი.
  • ვიტამინი E: საუკეთესო ინგრედიენტია სტრიებისა და კანის სხვა დეფექტების აღმოსაფხვრელად. E ვიტამინის ზეთი დაამატეთ თქვენთვის ხელმისაწვდომ ზეთს და დაზიანებულ ადგილებზე მსუბუქი წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი.

ამ მარტივი პროცედურების საშუალებით უმოკლეს დროში შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.