უსიამოვნო სუნს და ჭარბოფლიანობას სამუდამოდ დააღწევთ თავს, თუ ფეხებისათვის ამ უმარტივეს აბაზანას მოიმზადებთ

ფეხები სხეულის ის ნაწილია, სადაც ყველაზე მეტი საოფლე ჯირკვალია. პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში გვაცვია ფეხსაცმელი, ამიტომ მასში იქმნება ბნელი და ნოტიო გარემო, რომელიც იდეალურია სოკოს და უსიამოვნო სუნის გამომწვევი  ბაქტერიების წარმოსაქმნელად და გასამრავლებლად.

გარდა ამისა, ფეხების ოფლიანობა და ცუდი სუნი შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, გარკვეული მედიკამენტებით,  ჰორმონალური ცვლილებებით.

თუ თქვენ ეს პრობლემა გაწუხებთ, ყურადღებით გაეცანით სტატიას, რადგან უმარტივესი და ბიუჯეტური ბუნებრივი პროდუქტების საშუალებით შეძლებთ ფეხის უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლებას.

შედეგი უბრალოდ გაგაოცებთ!

1. საკვები სოდისა და ლიმონის აბაზანა  

სამკურნალო აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ლ თბილი წყალი
  • ნახევარი ჩ. ჭ. საკვები სოდა
  • 3 ცალი ლიმონის წვენი

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, არ შეგეშინდეთ ლიმონისა და სოდის კომბინაციით წარმოქმნილი რეაქციის და მომზადებულ აბაზანაში 20 წუთით ჩაყავით ფეხები.

მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ. პროცედურა აუცილებლად ჩაიტარეთ საღამოს.

2. ლიმონი

უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად ლიმონი ერთ-ერთი უძლიერესი ინგრედიენტია.

უბრალოდ შეიზილეთ ტერფებზე ლიმონის ნაჭერი ან გამოწურეთ წვენი და წაისვით ბამბის ტამპონით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილებს. ლიმონის წვენი ბუნებრივად უნდა შეგაშრეთ. პროცედურის შემდეგ უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ.

3. თეთრი ძმარი

სამკურნალო აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 2 ლ თბილი წყალი
  • ფინჯანი თეთრი ძმარი.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მომზადებულ აბაზანაში 20 წუთით ჩაყავით ფეხები. თეთრი ძმრის მჟავიანობა ხელს უწყობს უსიამოვნო სუნის გამომწვევი  ბაქტერიების აღმოფხვრას. მოცემული მეთოდით მკურნალობა შეგიძლიათ ჩაიტაროთ რეგულარულად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!