შემოგთავაზებთ უგემრიელესი და განსხვავებული დესერტის რეცეპტს. თაფლისა და დარიჩინის არომატით შეზავებული შემწვარი გოგრა საოცრებაა.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- გოგრა 400-500 გრ
- თაფლი 3 ს. კ.
- კარაქი 20 გრ
- დარიჩინი გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- გოგრა დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაახლოებით, 2,5-3 სმ სიგრძის ნაჭრებად. გოგრის კუბიკები შეაზავეთ თაფლითა და დარიჩინით.
- შეგეძლიათ მოამზადოთ როგორც მულტიქუკერში, ისე ღუმელში.
- საცხობ ფორმას თუ გსურთ, წაუსვით კარაქი და დააწყვეთ თაფლიანი გოგრის კუბიკები.
- მულტიქუკერი 30-40 წუთით ჩართეთ ცხობის რეჟიმზე.
- ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. მზადყოფნა შეამოწმეთ კბილის ჩხირით.
მოამზადეთ თაფლისა და დარიჩინის არომატით შეზავებული გოგრა და გემრიელად მიირთვით!