როგორ მოვამზადოთ ხორცის ბურთულები მარტივად, რომელიც სადღესასწაულო სუფრასაც კი დაამშვენებს

ხორცის ბურთულები, კერძი, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს და გემო? ისეთი გემრიელია, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.

მოამზადეთ ერთხელ და ის თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი კერძი გახდება!

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი (გატარებული) 500 გრ
  • ხახვი 2 თავი
  • სოკო 300 გრ
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
  • გამხმარი მწვანილების ნარევი (ორეგანო, ბეგქონდარა, როზმარინი, რეჰანი, ტარხუნა) გემოვნებით
  • მწვანილი ნახევარი კონა
  • ფენოვანი ცომი 500 გრ
  • კვერცხი 1 ცალი

მომზადების წესი:

  1. ხორცის ბურთულების მომზადება შეგიძლიათ თქვენთვის ხელმისაწვდომი ხორცით. შერეული (საქონლისა და ღორის) ფარშით უფრო წვნიანი და გემრიელი გამოდის.
  2. ფარში შეაზავეთ მარილით, შავი წიწაკითა და გამხმარი მწვანილების ნარევით.
  3. ხახვი დაჭერით წვრილად. სოკოც დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  4. ცოტა ზეთში მოთუშეთ ხახვი და სოკო. შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. მომზადებული სოკო გააგრილეთ, შეურიეთ ფარშს და დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
  5. ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით წვრილ გრძივ ზოლებად.
  6. ფარშისგან გამოხელეთ ბურთულები და ცომი ქსელივით შემოახვიეთ.
  7. მზა ბურთულები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე და ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
  8. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 45 წუთი.

თუ როგორ წარადგენთ ოქროსფრად დაბრაწულ ხორცის ბურთულებს, ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზე არის დამოკიდებული.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!