თუ ქუსლების კანი გაგიუხეშდათ, გაგირქოვანდათ ან დაგებზარათ, ეს უმარტივესი საშუალებები აუცილებლად გიხსნით

ქუსლების კანის სიმშრალე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ამის მიზეზი შეიძლება იყოს ფეხების კანზე ცხიმოვანი ჯირკვლების სიმცირე, ვიტამინების დეფიციტი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, დიაბეტი, ვარიკოზული ვენები,   სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ჭარბი წონა და სხვა.

თუ დროულად არ დაიჭერთ თადარიგს, კანი კიდევ უფრო მეტად შრება, უხეშდება და თანდათან წარმოიქმნება ნახეთქები, რომლებიც საკმაოდ მტკივნეულია.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული უმარტივესი ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ მოცემული პრობლემის მოგვარებას.

1. ბრინჯის პასტა

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბრინჯი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ვაშლის ძმარი 2 ს. კ.
  • თაფლი 2ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი (ცივი დაწურვის) 2 ს. კ.

მომზადების წესი:

ბრინჯი დაფქვით საფქვავში, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ფეხები 20 წუთით ჩაყავით თბილ წყალში. შეიმშრალეთ და მომზადებული მასა მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ ქუსლებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და ამოიცვით წინდები.  სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ და გულმოდგინედ შეიმშრალეთ.

მოცემული საშუალება სრულ განკურნებამდე გამოიყენეთ ყოველ დღე, ხოლო შემდეგ პროფილაქტიკისთვის 10 დღეში ერთხელ.

2. თაფლი და ზეთი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 3 ს. კ.
  • ზეთი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

20 წუთით ჩაყავით ფეხები თბილ წყალში. შემდეგ მომზადებული მასა შეიზილეთ ქუსლებზე და 3 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ, გულმოდგინედ შეიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

3. რძე და საკვები სოდა

პირველ როგში, მოამზადეთ ოდნავ ცხელი რძის აბაზანა ფეხებისთვის. ამისთვის დაგჭირდებათ 3-4 ჩ. ჭ. რძე. მომზადებულ აბაზანაში 5 წუთით ჩაყავით ფეხები.

შემდეგ და წრიული მოძრაობებით ქუსლებზე შეიზილეთ ცოტა საკვები სოდა და ფეხები 15 წუთით კვლავ რძეში ჩაყავით. პროცედურის ბოლოს ფეხები გულმოდგინედ შეიმშრალეთ.

4. კარტოფილი და სელის თესლი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
  • სელის თესლი 2 ს. კ.
  • ზეთი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

სელის თესლი დაფქვით ისე, რომ მიიღოთ ფხვნილი. კარტოფილი კარგად გარეცხეთ და გაატარეთ კანიანად. კარტოფილს დაამატეთ სელის თესლის ფხვნილი, ზეთი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა შეიზილეთ ქუსლებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი, ამოიცვით წინდები და სამოქმედოდ გაიჩერეთ 20-30 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით.

რეგულარულად მოიშორეთ გაუხეშებული კანი ქუსლებზე,  დასარბილებლად გამოიყენეთ ბუნებრივი ზეთები და ქუსლები ყოველთვის ლამაზი, გლუვი და მოვლილი გექნებათ.