ყაბზობა და შებერილობა გაწუხებთ? 3 უმარტივესი რეცეპტი დაგავიწყებთ დისკომფორტს

ყაბზობა, შეკრულობა, არის ნაწლავის გაძნელებული ან არასრული  დაცლა. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მრავალი უსიამოვნო სიმპტომი ახლავს. ადამიანი უჩივის მუცლის არეში დისკომფორტს, შებერილობას, სისუსტეს და სხვა.

აუცილებელია, დროულად დაიწყოთ მკურნალობა და აირიდოთ მოსალოდნელი გართულებები.

ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ კვებას, იცხოვრეთ აქტიური ცხოვრების წესით.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით გაჯერებული 3 საშუალების რეცეპტს, რომელთა დახმარებით ბუნებრივად მოიგვარებთ ყაბზობის პრობლემას. გაიწმენდთ ორგანიზმს ტოქსინებისგან და მოგეხსნებათ შეკრულობით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებები.

1. ყაბზობის საწინააღმდეგო ხელნაკეთი სიროფი

გამწმენდი სიროფის მოსამზადებლად იყენებთ შავ ქლიავს და ლეღვის ჩირს. ორივე პროდუქტი მდიდარია ბოჭკოებით და, სწორედ ამიტომ, ისინი საუკეთესო ბუნებრივი გამოსავალია ყაბზობისთვის.

სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 1,5 ლ
  • ლეღვის ჩირი 50 გრ
  • მწიფე ქლიავი 50 გრ

მომზადებისა და მიღების წესები:

სიროფის მომზადება დაიწყეთ საღამოს. კონტეინერში მოათავსეთ ლეღვის ჩირი, მწიფე ქლიავი (კურკის გარეშე) და დაასხით წყალი. დილით გადაიტანეთ ქვაბში და აადუღეთ. ადუღეთ სანამ სითხე 3-ჯერ არ შემცირდება. შემდეგ გააგრილეთ და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მომზადებული მასა გადაიტანეთ თავდახურულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.

მიიღეთ დღეში 3 ს. კ. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო. სამკურნალო პროცედურები გაიმეორეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე. შეისვენეთ ცოტა ხნით და საჭიროების მიხედვით კვლავ გაიმეორეთ.

2. გამწმენდი კოქტეილი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ფორთოხლის წვენი
  • ჭარხალი 1 ცალი საშუალო ზომის
  •  წიწმატი 1 კონა
  • ქატო 1 ს. კ.

ოთხივე პროდუქტი მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებითა და მინერალებით. მათი კომბინაციით კი მიიღებთ ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტურ კოქტეილს.

ჭარხალი და წიწმატი დაჭერით, დაამატეთ ქატო, ფორთოხლის წვენი და დააბლენდერეთ.

ახლად მომზადებული კოქტეილი მიიღეთ უზმოზე. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ 1 კვირა.

3. ქლიავი

ყაბზობის საწინააღმდეგოდ ქლიავი საუკეთესო ხილია. ბოჭკოსა და მჟავების მაღალი შემცველობის გამო ქლიავი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ნაწლავის მოქმედებას.

ქლიავის საოცარ უნარს თუ ლიმონისა და ჯანჯაფილის შესაძლებლობებს დაუმატებთ მიიღებთ ყაბზობის საწინააღმდეგო ძალზე ეფექტურ სასმელს.

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მწიფე ქლიავი 2 ცალი
  • მინერალური წყალი 1 ჩ. ჭ.
  • 1 ცალი ლიმონის წვენი
  • გახეხილი ჯანჯაფილი ნახევარი ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:  

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, რა თმა უნდა, ქლიავს კურკა გამოაცალეთ, და დალიეთ უზმოზე.

სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ 1 კვირა. შეისვენეთ და საჭიროების მიხედვით კვლავ გაიმეორეთ.

ქლიავის ბაზაზე შეგიძლიათ კიდევ ერთი სასმელი მოამზადოთ. 6-7 ქლიავს დაასხით, დაახლოებით, 300 მლ წყალი და აადუღეთ. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ გადაწურეთ,  დაამატეთ ლიმონის წვენი, ჯანჯაფილი და მოურიეთ. სასმელი მიიღეთ მომზადებისთანავე, უზმოზე, ქლიავი კი საუზმეზე მიირთვით.

გამოიყენეთ უმარტივესი პროდუქტებით მომზადებული გამწმენდი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!