იცით თუ არა, რომ ჭარხლის წვენი ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ეს საოცარი პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლიკულებს, რომლებიც ხელს უწყობს უჯრედის წარმოებას, აღდგენას, ნაადრევი დაბერების შეფერხებას.
ამჯერად, ვისაუბრებთ ჭარხლის წვენზე როგორც კანის მოვლის ერთ-ერთ საუკეთესო ბუნებრივ საშუალებაზე. ჭარხლის წვენი შესანიშნავია კანის გაუფერულების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი წყალობით შეძლებთ კანის ტონის გათანაბრებას, აქტიურად გამოიყენება პიგმენტური ლაქებისა და ნაწიბურების საწინააღმდეგოდ.
ანტიოქსიდანტებით მდიდარი ჭარხლის წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ აკნეს საწინააღმდეგოდ. მოცემული პროდუქტი ახდენს კანის დეტოქსიკაციას, ღრმად წმენდს მას და აფერხებს აკნეს განვითარებას.
ჭარხლის წვენის რეგულარულად მოხმარების წყალობით შეაფერხებთ და გათავისუფლდებით კანის ისეთი პრობლემებისგან, როგორიცაა ნაოჭები და წვრილი ხაზები, კანის ფერის შეცვლა, აკნე და კანის ნაკლოვანებები, ცხიმიანი კანი, მუქი ლაქები და ნაწიბურები, პიგმენტაცია.
ჭარხლის წვენის გამოყენების წესები:
- ბამბა გააჯერეთ ჭარხლის წვენით და წაისვით სახის კანზე, ყელზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის პრობლემურ ადგილებს.
- მოცემული პროცედურა ჩაიტარეთ საღამოს, რადგან ჭარხლის წვენი გაგიწითლებთ სახის კანს. წვენი სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- თუ მოგრჩათ წვენი, შეგიძლიათ რამდენიმე დღით შეინახოთ მაცივარში.
- გაითვალისწინეთ, რაც უფრო დიდი ხნით კვებავთ კანს ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რომელთაც შეიცავს ჭარხლის წვენი, მით უფრო ლამაზი და ჯანმრთელი კანი გექნებათ.
გამოიყენეთ უმარტივესი საშუალება და შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე!