შეშუპება არის მთავარი სიმპტომი, რომელიც მიუთითებს ორგანიზმში ჭარბი სითხის არსებობაზე.
სითხის შეკავების გამომწვევი მთავარი მიზეზებია:
- ჰორმონალური ცვლილებები
- მენოპაუზა
- ნატრიუმის გადაჭარბებული მოხმარება
- თირკმელების პრობლემები
- ვიტამინების დეფიციტი
- თირკმელების დაავადებები
- მინერალების დეფიციტი
- ანტიოქსიდანტების ნაკლებობა
- ტკბილი გაზიანი სასმელებისა და გადამუშავებული ხორცპროდუქტების მიღება
- ჰიპოთირეოზი
- მოწევა
- საკვების ალერგია
ასაკთან ერთად საკვების მონელება ნელდება, რადგან ჩვენი კუჭი აღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის მჟავას. დიდი რაოდენობით მოუნელებელი საკვები გადადის ნაწლავებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაზიანება, როგორიცაა ანთება და გაღიზიანება ნაწლავის კედელში.
შესაბამისად, ნაწლავის კედელი თხელი და გამტარი ხდება, რაც საკვებიდან მოუნელებელ ნარჩენებს სისხლში შეღწევის საშუალებას აძლევს.
იმუნური სისტემა რეაგირებს ამ შეჭრაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული სიმპტომები, როგორიცაა სითხის შეკავება.
ჭარბი სითხის შეკავება წონის მომატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
შემოგთავაზებთ რჩევებს სითხის შეკავების აღმოსაფხვრელად და შეშუპების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ მოცემული პრობლემის მოგვარებას.
1. წყალი
პირველი და აუცილებელი რჩევა_დღის განმავლობაში მიიღეთ 1-1,5 ლ წყალი. შეგიძლიათ წყალს დაამატოთ ცოტა ლიმონის წვენი.
2. უჯრედისი
დაამატეთ თქვენი კვების რაციონს უჯრედისითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბოსტნეული, რადგან ეს ხელს შეუწყობს შეშუპების შემცირებას.
წყლის მსგავსად, ბოჭკოს აქვს გამწმენდი თვისებები და ასუფთავებს მთელ ნაწლავურ ტრაქტს და ხელს უწყობს ჭარბი სითხის გამოდევნას.
3. მარილი
ორგანიზმისთვის აუცილებელია დღის განმავლობაში 2-2,5 გრ მარილის მიღება.
მიიღეთ მარილი ზომიერად, ნორმას არ გადააჭარბოთ. ამოიღეთ რაციონიდან მარილიანი საკვები, ჩაანაცვლეთ ისინი ჯანჯაფილით, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულით, მწვანე ხახვით.
ამოიღეთ თქვენი კვების რაციონიდან ჩიფსები, შემწვარი და სხვა საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს.
4. თესლეული და თხილეული
მოცემული პროდუქტები მდიდარია ვიტამინ B6-ით და სასარგებლო ცხიმებით, რომლებიც გამოდევნის ზედმეტ სითხეს.
5. საზამთრო, ნესვი, ბანანი, ლიმონი და ფორთოხალი
მოცემული ხილი მდიდარია კალიუმით, რომელიც აბალანსებს ნატრიუმის დონეს, ამიტომ ისინი სასარგებლოა შეშუპების დროს.
საუკეთესო იდეაა, დილით მიირთვათ ხილის სალათი.
6. თევზი
ზღვის თევზი მდიდარია ომეგა-3-ით და ორგანიზმისთვის აუცილებელი სასარგებლო ცხიმებით. ასე რომ, თევზი უნდა იყოს თქვენი მენიუს რეგულარული ნაწილი.
კვირაში 2-ჯერ მაინც მიირთვით ორაგული, თინუსი, სკუმბრია, ქაშაყი.
7. შარდმდენები
შარდმდენები საოცრად ეფექტურია სითხის შეკავების დროს. მათი წყალობით აგრეთვე შეძლებთ არტერიული წნევის დარეგულირებას.
გაითვალისწინეთ, რომ შარდმდენების გადაჭარბებული გამოყენება იწვევს გაუწყლოებას, რაც გამოიწვევს თირკმელების დაზიანებას და კალიუმისა და ნატრიუმის დონის დისბალანსს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თირკმელების, ღვიძლისა და გულისთვის.
რეკომენდებულია, დიურეზული საშუალებები ჩაანაცვლოთ ოხრახუშის, რეჰანის, დათვიკენკრას, სიმინდის ულვაშის, ოროვანდისა და ბაბუაწვერას ფესვების ჩაით.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შეზღუდეთ მარილის მოხმარება, ამოიღეთ რაციონიდან ნატრიუმის შემცველი საკვები და უპირატესობა მიანიჭეთ მარცვლეულს, ხილს, ბოსტნეულს, თხილეულს, თევზეულს, თესლეულს.
შემოგთავაზებთ გამწმენდი ნარევის რეცეპტს, რომელიც გაგათავისუფლებთ შეშუპებისგან, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს და შესანიშნავია მთელი სხეულის დეზინფექციისთვის.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ოხრახუში 1 კონა
- სტაფილო 1 საშუალო
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
- სელის თესლი 1 ს. კ.
- გაწმენდილი წყალი (გადაადუღეთ ან გაყინეთ) 100 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. არ დაამატოთ დამატკბობლები.
მომზადებული მასის 1 ჩ. ჭ. მიიღეთ დღეში ერთხელ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 10 დღე. შემდეგ შეისვენეთ 1 კვირა და კურსი გაიმეორეთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!