კვერცხების სასარგებლო თვისებების გამოკვლევა დიდი ხანია მიმდინარეობს. ბევრი ამ პროდუქტს უვარგისადაც კი თვლის, თუმცა ახალი კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ მისი კომპონენტები უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. როგორც აღმოჩნდა, დღეში 2-3 კვერცხის ჭამა იდეალური დოზაა ადამიანისთვის და მას ასეთი სარგებლის მოტანა შეუძლია:
თქვენი ტვინი ექცევა ქოლინის დაცვის ქვეშ
ტვინის უჯრედების კომუნიკაციისთვის ქოლინის არსებობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. კლინიკური კვლევებით დამტკიცებულია, რომ ეს ვიტამინი ტვინის აგებულების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. დღეში 2 კვერცხის ჭამა სწორედ ამ ვიტამინის საკმარის რაოდენობას მიაწოდებს თქვენს ორგანიზმს, რაც სასარგებლოა რადგან მისი ნაკლებობა მეხსიერების დაკარგვასაც კი იწვევს.
მხედველობაზე ზრუნვა ლუტეინით
ახალი კვლევების მიხედვით ქათმის კვერცხები მდიდარია ლუტეინით. ეს ელემენტი ჯანსაღ მხედველობაზეა პასუხისმგებელი. მისი ნაკლებობის შემთხვევაში თვალის ნაწილაკები ნადგურდება და მხედველობაც უარესდება.
D ვიტამინი გეხმარებათ კალციუმის მიღებაში
კვერცხები საკმარისი რაოდენობის D ვიტამინს შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის. მეცნიერებმა საჭირო ხერხსაც კი მიაგნეს იმისათვის, რომ ქათმებს სპეციალური საჭმელი აჭამონ უფრო მეტი D ვიტამინის შემცველობის მქონე კვერცხების დასადებად. ეს ვიტამინი თქვენს ორგანიზმს კალციუმის შეწოვასა და ძვლების გამაგრებაში ეხმარება.
B ვიტამინის კომპლექსი იცავს კანს, თმას და ღვიძლს
ბიოტინი, B12 ვიტამინი და კვერცხში არსებული სხვა პროტეინები აძლიერებს ჩვენს თმასა და კანს. ასევე კვერცხში არსებულო ფოსფოლიპიდები ღვიძლში არსებული ტოქსინების გამოდევნასაც უწყობენ ხელს.
კარდიოვასკულარული დაავადებების რისკი მცირდება
ახალი გამოკვლევების მიხედვით კვერცხში არსებულ ქოლესტეროლს ფოსფატიდები აბალანსებენ, რის გამოც იგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიში არ გახლავთ. დამატებით კვერცხი ომეგა-3 მჟავებს შეიცავს, რაც საზიანო მინერალების რიცხვს ამცირებს ორგანიზმში და შესაბამისად კარდიოვასკულარული დაავადებების რისკსაც ამცირებს.
წონაში კლებას დაიწყებთ
ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუკი დაბალკალორიულ დიეტას საუზმეზე კვერცხების მირთმევასაც დაუმატებთ, მაშინ წონას ორჯერ უფრო სწრაფად დაიკლებთ.
კიბოს რისკის შემცირება
ქოლინი, რომელიც ტვინისთვის აუცილებელი ელემენტია, ასევე კიბოს რისკსაც ამცირებს. კვლევების მიხედვით იმ ქალებში, რომლების მენიუც ზრდასრულობისას კვერცხებს შეიცავდა, მკერდის კიბოს წარმოშობის რისკი 18 პროცენტით შემცირდა.
გამოსადეგია ბავშვის გაჩენაზე ფიქრისას
B ვიტამინი სექსის ჰორმონების წარმოქმნაში მონაწილეობს. მისი დახმარებით ასევე სისხლის წითელი უჯრედები და ბავშვის ნერვული ნაწილები ფორმირდება, რის დროსაც ეს ვიტამინი ნაყოფის სიჯანსაღის შანსებს ზრდის. სწორედ ამიტომაა B9 ვიტამინი ორსულებისთვის აუცილებელი. ქათმის კვერცხები სწორედ ამ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს.
დაბერების პროცესი შენელდება
გერმანელი მეცნიერების გამოკვლევების მიხედვით 35-40 წლის ქალების 87 პროცენტს კანის მდგომარეობა გაუუმჯობესდათ, ხოლო კაცებს თვალების ირგვლივ არსებული ნაოჭების სიმკვეთრე შეუმცირდათ.