ბანანი წყალით: გემრიელი და უებარი რეცეპტი ხველის წინააღმდეგ

შემოგთავაზებთ უმარტივესი სამკურნალო ნარევის რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გამოიყენება მუდმივი ხველისა და ბრონქიტის, ყელის ტკივილის დროს. ბუნებრივი წამალი დამზადებულია ბანანის საფუძველზე. მოცემული საშულება განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებისთვის, რადგან გემრიელია და პატარებისთვის სასურველი.

გარდა ხველისა, ბანანი დადებითად მოქმედებს კუჭზე.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მწიფე ბანანი 2 ცალი
  • თაფლი ან შაქარი 2 ს. კ.
  • წყალი 2 ჩ. ჭ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. წყალი აადუღეთ.
  2. ბანანის რბილობი დაჭყლიტეთ ხის კოვზით, დაასხით მდუღარე, მოურიეთ და გააჩერეთ 30 წუთი. თუ შაქრით ამზადებთ, დაამატეთ ცხელ ნაყენს, ხოლო თაფლი დაამატეთ ოდნავ თბილს. ამ გზით თაფლს შეუნარჩუნებთ სამკურნალო თვისებებს. გირჩევთ, მოცემული საშუალების მოსამზადებლად გამოიყენოთ თაფლი.
  3. ნარევს კარგად მოურიეთ, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  4. მომზადებული მასა გაყავით 4 თანაბარ ნაწილად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ. ერთ ჯერზე მიიღეთ 100 მლ, გამოყენების წინ  შეათბეთ.
  5. ყოველ დღე მოამზადეთ ახლ-ახალი ნარევი.

ბიუჯეტური ბუნებრივი წამლის საშუალებით რამდენიმე დღეში განიკურნებით ხველისგან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!