როგორ დავახევინოთ ფრჩხილის სოკოს უკან და წარსულში მოვიტოვოთ უსიამოვნო სიმპტომები

ყველაზე ხშირად სოკოვანი ინფექცია აზიანებს ფეხის ფრჩხილებს. ამ დაავადების თანმხლები სიმპტომებია:

  • უსიამოვნო სუნი
  • ფრჩხილების სიყვითლე
  • მყიფე და მტვრევადი ფრჩხილები
  • ფრჩხილის ან კანის გასქელება
  • კანის გაუხეშება

სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომელიც კურნავს ფრჩხილის სოკოს და დაუბრუნებს თქვენს ფრჩხილებს ჯანმრთელობას.

ამისთვის დაგჭირდებათ უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბოსტნეული. ეს არის ნიორი. ნიორი მდიდარია საკვები ნივთიერებებით. ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებებით გაჯერებული ეს საოცარი ბოსტნეული სწრაფად გაგათავისუფლებთ ფრჩხილის სოკოსგან.

დაგჭირდებათ 2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი. ნივრის მასა დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.

სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ 7 დღის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მკურნალობა გააგრძელეთ ჯანმრთელი ფრჩხილის გაზრდამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას!