თმის ცვენას მარტივად შეიჩერებთ, თუ ამ სამი საშინაო რეცეპტიდან ერთ-ერთს მაინც გამოიყენებთ

თანამედროვე ეპოქაში თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. თმის ცვენა შეიძლება უამრავი მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად: სტრესები, ჰორმონალური დისბალანსი, ვიტამინების დეფიციტი, დაუბალანსებელი კვება, ალერგია, თმის მოვლის უხარისხო საშუალებები და სხვა.

თუ გსურთ, გქონდეთ ძლიერი, სქელი და ბზინვარე თმა გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული ნიღბები.

1. კვერცხი

ცილით მდიდარი კვერცხი თმის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. კვერცხის საშუალებით გაიძლიერებთ თმის ღერებს.

1-2 კვერცხი ათქვიფეთ და ნიღაბიც მზად არის. თმა დაიტენიანეთ, ოდნავ შეიშრეთ და წაისვით კვერცხის ნიღაბი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.

კვერცხის, ზეთისა და რძის ნიღაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • ზეთი (თქვენთვის ხელმისაწვდომი) 1 ს. კ.
  • რძე 2 ს. კ.

ინსტრუქცია:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა შეიზილეთ თავის კანზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში  გაიკეთეთ მასაჟი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში ერთხელ

2. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი კვებავს თავის კანს და ამაგრებს თმის ძირებს. თავის კანზე დაიტანეთ თბილი ზეთი და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ზეთი გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთი და შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

ზეთისა და ნატურალური თაფლის ნიღაბი

2 ს. კ. ზეითუნის თბილ ზეთს დაამატეთ 1 ჩ. კ. ნატურალური თაფლი და კარგად აურიეთ, ნიღაბი შეიზილეთ თავის კანზე, თმის მთელ სიგრძეზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

ავოკადოს, ბანანისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ავოკადოს რბილობი 1 ჩ. კ.
  • ბანანის რბილობი 1 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ბანანისა და ავოკადოს რბილობი დაჭყლიტეთ და მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნიღაბი შეიზილეთ თავის კანზე, რამდენიმე წუთი გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

მოცემული ნიღბებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ან ჩაანაცვლეთ ერთმანეთს და გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.

3. აბუსალათინის ზეთი

თმის ღერების გასაძლიერებლად თბილი აბუსალათინის ზეთის  მასაჟი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ეს ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს. ვიტამინს, რომელიც აუცილებელია  თმისთვის.

შეათბეთ 1 ს. კ. აბუსალათინის ზეთი და 1 ს. კ. ქოქოსის ზეთი. ზეთების ნაზავი დაიტანეთ თავის კანზე და 5 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი. შემდეგ დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაითბუნეთ პირსახოცით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 40-50 წუთი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

მოცემული ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.