უგემრიელესი ნამცხვარი ,,მდნარი შოკოლადი“. უნაზესი დესერტი საოცარი არომატითა და გემოთი

შემოგთავაზებთ უგემრიელესი ნამცხვრის ,,მდნარი შოკოლადის“ რეცეპტს. ნამცხვარი თხევადი გულით აუცილებლად უნდა მიირთვათ თბილი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შავი შოკოლადი 100 გრ
  • კარაქი 50 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 40 გრ
  • ფქვილი 30 გრ

როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი ,,მდნარი შოკოლადი“

  1. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ კარაქი და შოკოლადი.
  2. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.
  3. დაამატეთ გამდნარი შოკოლადი და კარაქი.
  4. დაამატეთ ფქვილი და მოურიეთ.
  5. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაფინების საცხობი ფორმა. ფორმას წაუსვით კარაქი, მოაფრქვიეთ ფქვილი ან კაკაო და მომზადებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  6. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10 წუთი. გაითვალისწინეთ, თუ 15 წუთი აცხობთ, ვერ მიიღებთ ნამცხვარს თხევადი გულით.
  7. გამოიღეთ ღუმელიდან და ფორმაში დატოვეთ 5 წუთი. შემდეგ ზემოდან დაადეთ შესაბამისი ლანგარი და ფორმა ამოაბრუნეთ.

უგემრიელესი დესერტი მზად გაქვთ, ახლა კი დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რასთან ერთად მიირთმევთ და როგორ წარადგენთ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საოცრად გემრიელი ნამცხვარი უნდა მიირთვათ თბილი. კოვზით ჩაჭერით და გადმოღვრილ მასას შეურიეთ თქვენთვის სასურველ კრემი ან ნაყინი. შეგიძლიათ მიირთვათ სასურველ კენკრასთან, ბანანთან, ნიგოზთან, მიწის თხილთან, ნუშის ფანტელებთან ერთად. ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზე არის დამოკიდებული.

გემრიელად მიირთვით!