ასპირინი, იგივე აცეტილსალიცილის მჟავა იაფი მედიკამენტური საშუალებაა, რომელიც იცავს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობასა და სილამაზეს.
ლიმონის წვენში არეული ასპირინი შეიზილეთ ფეხებზე და მთელი ღამე დაიტოვეთ, დილით კი ნახავთ, რომ შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.
აცეტილსალიცილის მჟავა ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, კერძოდ კი:
- თუ ყვავილებიან ვაზას დაამატებთ 1 აბი ასპირინის ფხვნილს, თქვენი ყვავილები დიდხანს შეინარჩუნებს სილამაზეს და გარშემომყოფთ დაატკბობს.
- გავაგრძელოთ ფლორის თემა და რა გავლენას ახდენს მასზე ასპირინი. მას შეუძლია ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება. უფრო კონკრეტულად, სოკოთი ინფიცირებული დაბალი მჟვიანობის ნიადაგი შეიძლება განიკურნოს ასპირინით. ამისათვის თითო ლიტრ წყალზე დაამატეთ 1 აბი დაფხვნილი ასპირინი და მორწყეთ დაინფიცირებული ნიადაგი.
- თუ გსურთ ოფლის ლაქების ტანსაცმლიდან მოშორება, დაგეხმარებათ ასპირინი. 2 აბი დაფხვნილი ასპირინი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში და ხსნარი დაიტანეთ დალაქავებულ ადგილზე, გააჩარეთ 3 საათი, შემდეგ კი გარეცხეთ.
- ასპირინი საუკეთესო საშუალებაა გამონაყრის წინააღმედგ საბრძოლველად. ასპირინისა და წყლის ნაზავი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ის აგრეთვე მოგიხსნით სიწითლესაც.
- გსურთ გათავისუფლება კოჟრებისგან, მაგრამ დაგღალათ უშედეგო მცდელობებმა? ასპირინი გაგათავისუფლებთ კოჟრებისგან. 5-6 აბი ასპირინი კარგად დაფხვენით, შეურიეთ 1 ჩ. კ. ლიმონის წვენი, ცოტა წყალი და წაისვით ნარევი კოჟრებზე. ფეხებზე ამოიცვით პარკი და 10-15 წუთის შემდეგ დაიბანეთ, ბოლოს კი დაზიანებუი ადგილები პემზის ქვით დაიმუშავეთ.
- მწერების ნაკბენი დაიმუშავეთ ასპირინიანი ნარევით (ცოტა წყალს შეურიეთ 1 აბი დაფხვნილი ასპირინი).
- კარგად იცით, რომ წყალი შეიცავს ქლორს. თუ თქვენ აუზში ხშირად გიწევთ ნებივრობა, მინდა გითხრათ, რომ ქლორი არა არის კარგი შეღებილი თმისთვის. თუ გიყვართ თმის ფერის ხშირად ცვლა, აუზიდან ამოსვლის შემდეგ თმა დაიმუშავეთ ასპირინიანი ხსნარით (6 აბი ასპირინის ფხვნილი და 1 ჭიქა წყალი), დაიტოვეთ 15 წუთი და შემდეგ დაიბანეთ შამპუნით.
- ასპირინით მომზადებული ნიღბები სასარგებლოა ცხიმიანი, არათანაბარი კანისთვის და მათთვის, ვისაც შავი წერტილები აქვს. ასპირინიანი ნირბები ხელს უშლის გამონაყარის წარმოქმნას, ანთებას, ათეთრებს კანს, ავიწროებს გაფართოებულ ფორებს, ასწორებს წვრილ ზედაპირულ ნაოჭებს. საუკეთესოა ასპირინისა და არაჟნის ნიღაბი (2 აბი ასპირინის ფხვნილი შურიეთ 1 ს. კ. არაჟანს) ან ასპირინისა და თაფლის ნიღაბი (1 აბ ასპირინს დაასხით ცოტა წყალი და კარგად გახსენით, შემდეგ დაამატეთ 1 ს. კ. თაფლი).
ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გასუფთავებულ სახეზე, კარგად შეიზილეთ. დაიტოვეთ 10-15 წუთი და შემდეგ წრიული მოძრაობებით 1-2 წუთი დაიმასაჟეთ. სახე თბილი წყლით დაიბანეთ და წაისვით აღმდგენი მალამო.
ასპირინი საოცრებებს ახდენს. შეგიძლიათ ასპირინიანი ხსნარი სახიდან კოსმეტიკური საშუალებების მოსაშორებლადაც გამოიყენოთ. ამისათვის ხსნადი ასპირინის აბს დაამატეთ C ვიტამინი და კარგად აურიეთ.
აი, ასეთი ჯადოსნური საშუალებაა ასპირინი, მაგრამ მოერიდეთ დიდი დოზით გამოყენებას.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!