პამიდვრითა და ბულგარული წიწაკით მომზადებული ლეჩო უგემრიელესია. ზამთრისათვის ათობით ქილას ვიმარაგებ

შემოგთავაზებთ პამიდვრითა და ბულგარული წიწაკით მომზადებული უგემრიელესი ლეჩოს რეცეპტს. მადისაღმძვრელი სოუსი შეგიძლიათ შეინახოთ ზამთრისთვისაც და გამოიყენოთ როგორც კერძების მოსამზადებლად, ისე გარნირად.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წითელი ბულგარული წიწაკა (შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვაფერის) 2 კგ
  • პამიდორი 1 კგ
  • ნიორი 7-10 კბილი
  • ხახვი 4 თავი
  • კამა და ოხრახუში თითო-თითო კონა
  • ზეთი 1 ჩ. ჭ.
  • შავი პილპილი დაფქული 1 ჩ. კ.
  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ძმარი 9%-იანი 1 ს. კ.
  • პაპრიკა დაფქული 1 ჩ. კ.
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, გაასუფთავეთ თესლისგან და დაჭერით კუბიკებად.
  2. პამიდორს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 3-4 წუთი. კანი გააცალეთ და დააბლენდერეთ ან გაატარეთ.
  3. მოსამზადებლად გამოიყენეთ სქელძირიანი ქვაბი. ჩაასხით ზეთი და მოთუშეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.
  4. დაამატეთ პამიდორი, მარილი გემოვნებით და აადუღეთ. ადუღეთ 10 წუთი საშუალო ცეცხლზე. დასჭირდება ხშირად მორევა.
  5. პამიდორს დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და 5 წუთი თუშეთ თავდახურული. შემდეგ ახადეთ სარქველი და თუშეთ კიდევ 10 წუთი. მორევა არ დაგავიწყდეთ.
  6. დაამატეთ დაქუცმაცებული ნიორი, ძმარი, შაქარი და ადუღეთ 15 წუთი. ბოლოს დაამატეთ პაპრიკა, წვრილად დაჭრილი მწვანილი (თუ თქვენი ოჯახის წევრებს მწვანილი არ უყვართ, არ გამოიყენოთ) და კარგად ამოურიეთ. ადუღეთ 10 წუთი.

ქილები და ხუფები გაასტერილეთ. ლეჩო ჩაასხით ცხელი და მოხუფეთ. ქილები გაგრილებამდე დააწყვეთ თავდაყირა.

გემრიელად მიირთვით!