კანის მოსავლელად მხოლოდ კარტოფილის ნიღაბს ვიყენებ. ნაოჭები შემცირდა, ლაქები კი ბოლომდე გამიქრა

ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების საწინააღმდეგოდ შემოგთავაზებთ კარტოფილის ბაზაზე დაფუძნებულ უმარტივეს  ბიუჯეტურ მეთოდს. საკმარისია, მცირე მონდომება, ცოტა დროის გამონახვა და უმოკლეს დროში შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.

ნიღაბი ხსნის შეშუპებას, ამცირებს თვალების ირგვლივ ნაოჭებს, აქრობს თვალების ქვეშ ტომრებს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გახეხილი უმი კარტოფილი 2 ს. კ.
  • მარლის ოთხკუთხედი ორი პატარა საფენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მარლის საფენებზე გახეხილი კარტოფილი თანაბრად გაანაწილეთ (ერთ საფენზე 1 ს. კ. გახეხილი კარტოფილი). შემდეგ მარლის საფენები თვალებზე დაიდეთ ისე, რომ თვალებს მარლა ეხებოდეს, კარტოფილი კი ზემოთ უნდა იყოს. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. შემდეგ სახე თბილი წყლით დაიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ. სასურველ შედეგს მალე  მიიღებთ.