ლობიოსა და პომიდვრის სამარხვო სუპი, რომელიც საოცრად გემრიელი გამოდის

შემოგთავაზებთ პამიდვრით შეზავებული ლობიოს უგემრიელესი და საოცრად არომატული სამარხვო წვნიანის რეცეპტს.

წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თეთრი ლობიო 1 ჩ. ჭ.
  • სტაფილო 1 ცალი
  • ნიახური 1 ღერო
  • ხახვი 1 თავი
  • დაჭრილი პამიდორი 4 ცალი
  • დაფნის ფოთოლი 1-2 ცალი
  • ბეგქონდარა გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. თავდაპირველად, ლობიო რამდენიმე საათით ჩაალბეთ წყალში. შემდეგ გამოუცვალეთ წყალი და აადუღეთ. ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან, გადაწურეთ, დაასხით ცივი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 1 საათი.
  2. წვრილად დაჭრილი სტაფილო და ხახვი მოთუშეთ ზეთში. ნიახურიც დაჭერით წვრილად და დაამატეთ ხახვიან მასას. შემდეგ შეაზავეთ მარილით, სანელებლებითა და პამიდვრით.
  3. როდესაც ლობიო მზად იქნება, დაამატეთ მომზადებული ინგრედიენტები, აურიეთ და ხარშეთ კიდევ 10-15 წუთი.

ლობიოს წვნიანს ძალიან უხდება ღუმელში გამომცხვარი ნივრიანი პური (კრუტონები). გემრიელად მიირთვით!