4 გზა ლიმონის გამოსაყენებლად, რომელიც მოგიგვარებთ პირის ღრუს ყველა პრობლემას

სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს,  რომელთა დახმარებით გაითეთრებთ კბილებს, დაიცავთ პირის ღრუს ჰიგიენას, შეძლებთ უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას, ღრძილების მკურნალობას, გაიყუჩებთ კბილის ტკივილს.

1. კბილების გათეთრება

ყვითელი კბილების ძირითად მიზეზი არის ყავა, ჩაი, ღვინო და თამბაქო. როგორც უკვე ვიცით, კბილების გათეთრება საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა.

საბედნიეროდ, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ სასურველი შედეგის მიღება. ლიმონი ეს ბუნებრივი მათეთრებელი აგენტია, რომელიც წმენდს და ათეთრებს კბილებს.

მათეთრებელი პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი 2-3 ს. კ.
  • მარილი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მიღებული მასით გაიხეხეთ კბილები. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 წუთი და შემდეგ გამოივლეთ თბილი წყალი.

პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე კვირაში 1-2-ჯერ.

გაითვალისწინეთ, ნორმას არ გადააჭარბოთ, გამოიყენეთ მხოლოდ 2-ჯერ, რადგან ლიმონი შეიცავს ლიმონმჟავას, რომელმაც შეიძლება დააზიანოს კბილის ემალი.

2. ჯანსაღი სუნთქვა

ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ლიმონი ხელს უწყობს ცუდი სუნის გამომწვევი ბაქტერიების აღმოფხვრას, საუკეთესო საშუალებაა პირის სიმშრალისა და უსიამოვნო სუნის  აღმოსაფხვრელად.

ამისთვის დაგჭირდებათ ლიმონის წვენი 3 ს. კ. ჭამის შემდეგ გამოივლეთ ლიმონის წვენი, ჩაიგუბეთ 1 წუთი და შემდეგ გადმოაქციეთ.

იმისათვის, რომ ლიმონის წვენის მჟავიანობამ არ დააზიანოს კბილის მინანქარი, პროცედურის ბოლოს გამოივლეთ წყალი.

3. ღრძილების მკურნალობას

ლიმონი აძლიერებს თქვენს კბილებსა და ღრძილებს. ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული და C ვიტამინით მდიდარი ლიმონი კურნავს სისხლმდენ ღრძილებს.

სამკურნალო სავლების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 1 ჩ/ჭ
  • ლიმონის წვენი 2 ს/კ

მომზადებისა და მოხმარების წესები:

ჭიქა წყალს დაამატეთ ლიმონის წვენი. სავლები გამოივლეთ ჭამის შემდეგ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ სისხლმდენი ღრძილების მკურნალობა. ამისთვის ლიმონის წვენით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და რამდენიმე წუთის განმავლობაში შეიზილეთ ღრძილებზე.

4. ლიმონი კბილის ტკივილის წინააღმდეგ

კბილის ტკივილის დასაამებლად ბამბის ტამპონი გააჯერეთ ლიმონის წვენით და დაიდეთ მტკივნეულ კბილზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ რამდენიმე წუთი, დაახლოებით, 5 წუთი და შემდეგ გამოივლეთ წყალი.

გაითვალისწინეთ, თუ კბილებზე დიდი ხნით დაიტოვებთ ლიმონის ძლიერმა მჟავე შემცველობამ შეიძლება კბილები დააზიანოს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!