სტატიაში შემოგთავაზებთ არომატული სმუზის რეცეპტს. სმუზი გაჯერებულია C ვიტამინით, რკინითა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სხვა სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. ინგრედიენტთა შემადგენლობაში შედის ჯანჯაფილი და ლიმონი, პროდუქტები, რომლებიც წვენს ამდიდრებს ვიტამინებით, მინერალებით და სძენს მას სასიამოვნო გემოსა და არომატს.
სამკურნალო წვენის ძირითადი ინგრედიენტია ჭარხალი. ამ საოცარ ბოსტნეულს წარმოუდგენლად ძლიერი ძალა აქვს, ჩვენი სხეულის გაწმენდისა და დაავადებებისგან განკურნების მიზნით.
ჭარხლის მიღება ნებისმიერი სახით სასარგებლოა, განსაკუთრებით_უმი. დაამატეთ უმი ჭარხალი სალათებს, მოამზადეთ სმუზები, წვენები. რეკომენდებულია უძლიერესი სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ჭარხლის რეგულარულად მიღება. მისი დახმარებით გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, გაიძლიერებთ იმუნიტეტს.
გაითვალისწინეთ, ჭარხლის სმუზებს ძალიან ადვილად შეიწოვს ორგანიზმი, ამიტომ დაამატეთ თქვენი კვების რციონს ეს საოცარი პროდუქტი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა.
სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გათლილი და დაჭრილი ჭარხალი ½ ჩ. ჭ.
- დაჭრილი ანანასი ან ფორთოხალი ½ ჩ. ჭ.
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- ცოტა გახეხილი ჯანჯაფილი
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. რეკომენდებულია, მიიღოთ კვირაში 2-3-ჯერ, ჭამიდან ჭამამდე შუალედში.
შეგიძლიათ ჭარხლის სმუზები მიიღოთ რეგულარულად, განსაკუთრებით ზამთარში და გაზაფხულზე, როდესაც ჩვენს სხეულს ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!