კანის პრობლემები, ფრჩხილების სისუსტე და მხედველობის დაბინდვა გაწუხებთ? მიზეზი შეიძლება A ვიტამინის დეფიციტში იყოს

ვიტამინი A არის ცხიმში ხსნადი ოთხი ვიტამინიდან ერთ-ერთი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. A ვიტამინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

მოცემული ვიტამინის ადეკვატური დონე მნიშვნელოვანია:

  • კარგი მხედველობისთვის
  • იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის
  • ძვლოვანი სისტემისთვის
  • სასუნთქი გზებისთვის
  • რეპროდუქციული სისტემისთვის
  • კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის

ეს ვიტამინი მნიშვნელოვანია ბადურის სწორი ფუნქციონირებისთვის, ღამის სიბრმავის ასაცილებლად და მაკულარული დეგენერაციის რისკის შესამცირებლად (სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ხანდაზმულებში).

არსებობს მტკიცებულება, რომ კაროტინოიდების ადეკვატურმა რაოდენობამ შეიძლება შეამციროს გარკვეული სახის კიბოს, გულის შეტევისა და ინსულტის რისკი.

ბეტა-კაროტინის (A ვიტამინი) ყოველდღიური მიღების რეკომენდაციები მერყეობს დღეში 6-დან 30 მგ-მდე და ჩვეულებრივ შეადგენს 15 მგ-ს დღეში.

A ვიტამინის ორი ძირითადი ფორმა არსებობს:

  1. რეტინოიდები, A ვიტამინის აქტიური ფორმა, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ხორცი, ნატურალური რძე, კვერცხი. ამ ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ღვიძლი.
  2. კაროტინოიდებით მდიდარია ნარინჯისფერი ბოსტნეული, ისპანახი, ყაბაყი, კომბოსტო, თალგამი და ა. შ.

A ვიტამინით მდიდარია ახალი ბოსტნეული, ხოლო გაყინული და დაკონსერვებული ბოსტნეული კარგავს ამ ვიტამინის ნაწილს.

A ვიტამინის დეფიციტი მყისიერად მოქმედებს მხედველობაზე. მოცემული ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს:

  • მადის დაკარგვა
  • იმუნური სისტემის დაქვეითება
  • ხშირი ინფექციები (განსაკუთრებით რესპირატორული)
  • თმის ცვენა
  • გამონაყარი
  • თვალებისა და კანის სიმშრალე
  • მხედველობის პრობლემები, მათ შორის ღამის სიბრმავე
  • დაღლილობა

A ვიტამინის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს: არასწორი კვება, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, ქრონიკული დაავადებები, ცხიმების შეწოვის დარღვევა.

A ვიტამინის დეფიციტის გაზრდილი რისკის მქონე ადამიანების კიდევ ერთი ჯგუფი არის ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანები.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ დოზის გადაჭარბება შეიძლება მოხდეს A ვიტამინის აქტიური ფორმის დიდი დოზების მიღებისას და ამ რაოდენობის უმეტესი ნაწილი, რომელსაც ორგანიზმი არ გამოიყენებს, ინახება ღვიძლში და ცხიმოვან ქსოვილებში.

დოზის გადაჭარბებას ახლავს შემდეგი სიმპტომები:

  • ტუჩებისა და კანის სიმშრალე
  • სახსრებისა და ძვლების ტკივილი
  • დიარეა
  • ღებინება
  • თავის ტკივილები
  • ბუნდოვანი ან გაორმაგებული ხედვა
  • გაღიზიანება
  • დაღლილობა.

ასევე, A ვიტამინის ძალიან მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს C, E და K ვიტამინების დეფიციტი.

მიუხედავად იმისა, რომ დოზის გადაჭარბების სიმპტომები შექცევადია, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!