ხელმისაწვდომი კომპონენტებისგან შემდგარი ეს იაპონური ნიღაბი უებარია კანის გასაახალგაზრდავებლად და გადასაჭიმად

შემოგთავაზებთ იაპონური ნიღაბის რეცეპტს, რომელიც საოცრებებს ახდენს თქვენი კანისთვის. ნიღაბი ასწორებს ნაოჭებს, ამკვრივებს კანს და ანიჭებს მბზინვარებას.

ძირითადი ინგრედიენტი არის ბრინჯი.

ბრინჯი მდიდარია ნივთიერებებით: სკვალენი და ლინოლეინის მჟავა. ამ მჟავებს აქვს ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები და კოლაგენის გამომუშავების სტიმულირების უნარი.

ეს უმარტივესი ინგრედიენტი აფერხებს დაბერების პროცესს, ამცირებს ნაოჭებს, იცავს კანს მზის ზემოქმედებისგან.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბრინჯი 3 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • რძე 1 ს. კ.
  • წყალი 2 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. პირველ რიგში, ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით წყალი და ხარშეთ 2 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და ბრინჯის ნახარში შეინახეთ.
  2. ბრინჯს დაამატეთ ცხელი რძე, თაფლი და კარგად მოურიეთ.
  3. გაიწმინდეთ სახის კანი და შემდეგ წაისვით მომზადებული მასა. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ გაშრობამდე. შემდეგ სახე დაიბანეთ ბრინჯის ნახარშით.

ბრინჯის ნახარში კანისთვის ძალიან სასარგებლოა. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ატენიანებს კანს და ასწორებს ნაოჭებს.

გარდა ამისა, ბრინჯის ნახარში ამცირებს კანის ნებისმიერ  ანთებას და უნარჩუნებს თქვენს კანს ჯანსაღ იერს.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.