სოკოვანმა დაავადებამ, იგივე ონიქომიკოზმა, შეიძლება მოიცვას როგორც ფეხის, ისე ხელის ფრჩხილები. დაავადება საკმაოდ უსიამოვნოა და ბევრ დისკომფორტს გიქმნით. ფრჩხილი სქელდება, უხეშდება, ყვითლდება, გიჭირთ ფეხასცმლის ჩაცმა.
არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომელთა დახმარებით შეძლებთ დაავადებული ფრჩხილის განკურნებას. მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად საუკეთესო პროდუქტად ითვლება კურკუმა.
ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბიოტიკური ეფექტის გამო კურკუმა აქტიურად გამოიყენება ხელნაკეთი საშუალებების მოსამზადებლად.
ფრჩხილის სოკოსთან საბრძოლველად და ფრჩხილების გასამაგრებლად, კურკუმას ეფექტურობას განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნაერთი კურკუმინი.
ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდნტებით მდიდარი კურკუმა ებრძვის ინფექციის გამომწვევ მიკრობებს და კურნავს ფრჩხილის სოკოს.
თუ კურკუმას დაამატებთ ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებულ ქოქოსის ზეთს და დაფქულ შავ პილპილს ეფექტს გააძლიერებთ და მიიღებთ ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო უძლიერეს ნაზავს.
გარდა ამისა, ქოქოსის ზეთი შეიცავს აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ატენიანებს და კვებავს კუტიკულებს.
სამკურნალო საცხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 3 ს. კ.
- კურკუმა 3 ს. კ.
- დაფქული შავი პილპილი 2 მწიკვი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ქოქოსის ზეთი დადგით ორთქლის აბაზანაზე და გაადნეთ, დაამატეთ კურკუმას ფხვნილი და შავი პილპილი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და გადაიტანეთ პატარა ქილაში. კრემი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
საცხი წაისვით დაზიანებულ ფრჩხილზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველდღიურად.
მოერიდეთ ძალიან მჭიდრო და დახურული ფეხსაცმლის ტარებას, დაიცავით ჰიგიენა, ნუ გაანათხოვრებთ პირად ნივთებს და შეეცადეთ ფეხები გქონდეთ მშრალი, რადგან ნესტი საუკეთესო გარემოა სოკოვანი ინფექციის წარმოქმნისა და გავრცელებისთვის. დაიცავით მოცემული მითითებები და ამ გზით დააჩქარებთ მკურნალობის პროცესს და თავიდან აიცილებთ ფრჩხილის სოკოს განმეორებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!