ფეხსაცმელებში საპონის ჩადება მათი განახლების მარტივი გზაა
უბრალოდ მოათავსეთ თქვენს ფეხსაცმელებში საპონი და ისინი მალე ახალნაყიდი ფეხსაცმელების სურნელს მიიღებენ. საუკეთესო ვარიანტია საპნის ასე დატოვება მთელი ღამის განმავლობაში, ხოლო მისი ეფექტის გასაზრდელად გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ოთხჯერ.
წაუსვით საპონი ფანჯრებს და სარკეებს სააბაზანოში მათი დაორთქლვის თავიდან ასაცილებლად
აიღეთ საპონი და გადაუსვით ისინი შუშის ზედაპირზე. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამისათვის საპონი მშრალი და სუფთა უნდა იყოს, არ დაუმატოთ მას წყალი. აიღეთ მშრალი მშრალი ნაჭერი და მოაშორეთ მისი დახმარებით საპონს ნამცეცები და მსგავსი ნარჩენები ზედაპირიდან.
საპონი დაგეხმარებათ გაჭედილი ელვა-შესაკრავის გახსნაში
თუკი თქვენი ელვა-შესაკრავი აღარ მოძრაობს და ამის გამო მოთმინებას კარგავთ, უბრალოდ აიღეთ საპონი და გადაუსვით მისი კბილების ზედაპირზე. ამის შემდეგ ნაზად აამოძრავეთ ელვა-შესაკრავის პირი და წარმატებულ შედეგს მაშინვე იხილავთ.
საპონი საუკეთესო ლუბრიკანტია კარების ჭრაჭუნის გასაქრობად
თუ გინდათ რომ გაჭედილი უჯრების ან მოჭრაჭუნე კარებების პრობლემა მოაგვაროთ, წაუსვით საპონი მათ სამაგრებზე. ის იდეალური ლუბრიკანტის როლს შეასრულებს ასეთ სიტუაციაში და ყველაფერი იდეალურად გაიღება, უსიამოვნო ხმების გარეშე.
საპონის და ზეთის ნარევი თქვენს მცენარეებს მწერებისგან დაიცავს
თუკი გსურთ დაიცვათ თქვენი საყვარელი ყვავილები მწერებისგან, მაშინ აურიეთ ერთმანეთში 1/4 ჭიქა თხევადი საპონი და ერთი ჭიქა ბოსტნეულის ზეთი. მოურიეთ სითხეს კარგად და შეურიეთ ის წყალს. აღნიშნული ხსნარის 1 ჩაის კოვზის ოდენობას უნდა შეურიოთ 4 ჭიქა წყალი. მსგავსი კონცენტრაციის მქონე ნარევი მოათავსეთ ბოთლში და ასე მოასხით მცენარეებს.
საპონი ეფექტური და ნატურალური სამკურნალო საშუალებაა კოღოების ნაკბენების წინააღმდეგ
უბრალოდ დაასველეთ საპონი და დაიდეთ იგი კოღოს ნაკბენზე რამდენიმე წუთით. ეს ქავილის შეგრძნებას გაგიქრობთ.
საპონი დაიცავს თქვენს ფრჩხილებს ჭუჭყისგან
თუკი ბაღში მუშაობთ ან მიწასთან გაქვთ შეხება, თქვენი ფრჩხილები მარტივად შეიძლება აივსოს ჭუჭყითა და მტვერით. ამის თავიდან ასაცილებლად ჩამოუსვით ფრჩხილები საპონის ზედაპირს მუსაობის დაწყებამდე. ამის წყალობით საპონი თქვენი ფრჩხილების ქვეშ დარჩება და ჭუჭყს დაგროვების საშუალებას არ მისცემს თქვენს ხელებზე.
საპონი თქვენს სამოსს სასიამოვნო სურნელს ანიჭებს
გაახვიეთ საპონი ნაჭერში და ჩადევით ტანსაცმლის უჯრებში თქვენს სამოსთან ერთად. საპონი უსიამოვნო სუნს შეიწოვს და ნატურალურ ჰაერის გამწმენდად მოგევლინებათ.
აკრიფეთ შუშის ნამსხვრევები მარტივად საპონის დახმარებით
თუკი მტვერსასრუტზე ხელი არ მიგიწვდებათ და სწრაფად გჭირდებათ შუშის ნამსხვრევების აკრეფვა, ამისათვის შეგიძლიათ საპონი გამოიყენოთ. არ დაგავიწყდეთ მისი გადაგდება ასეთი გამოყენების შემდეგ.