6 იაფი, ხელმისაწვდომი და გამოცდილი საშინაო საშუალება თეთრი წერტილების უმტკივნეულოდ მოსაშორებლად

ნებისმიერ ასაკში შეიძლება სახის კანზე ჩამოყალიბდეს პატარა წარმოქმნები, თეთრი წერტილები, იგივე მილიები. მათ წარმოქმნას იწვევს სახის კანის არასათანადო მოვლა, არასრულფასოვანი კვება, ანტიბიოტიკების, კონტრაცეპტივების ან სხვა მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება, კუჭის პრობლემები, ჰორმონალური დისბალანსი.

მილიების მოშორება შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებებით.  ასევე რეკომენდებულია კანის უფრო საფუძვლიანი მოვლა, სწორი კვება (გამორიცხეთ ძალიან ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტები, შაქარი).

მოცემული საშუალებების წყალობით თეთრ წერტილებს რამდენიმე დღეში მოიშორებთ. ინგრედიენტები მარტივი, ბიუჯეტური და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

1. თეთრი და ცისფერი თიხის ნიღბები

მილიების მოშორებას შეძლებთ თეთრი და ცისფერი თიხის ნიღბებით. თიხა გააზავეთ იმ რაოდენობის გაწმენდილ წყალში ან იოგურტში, ან კეფირში, რომ მიიღოთ სქელი პასტისებური მასა. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.

2. თაფლი

თაფლი ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური პროცედურების საუკეთესო ალტერნატივაა. თაფლი ატენიანებს და კვებავს კანს და მოგაშორებთ თეთრ წერტილებს.

წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე დაიტანეთ ცოტა თაფლი და მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. შეგიძლიათ თაფლი წაისვათ დღეში 2-ჯერ.

თუ ალერგია გაქვთ, თაფლი არ გამოიყენოთ.

3. ჩაის ხის ეთერზეთი

ჩაის ხის ეთერზეთი ღრმად წმენდს კანს. ყოველ საღამოს, ძილის წინ, დაზიანებულ კანზე წაისვით ჩაის ხის ეთერზეთი.

4. სიმინდის სახამებელი და ვაშლის ძმარი

ინგრედიენტები აიღეთ იმ რაოდენობის, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. მზა მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის  კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მილიები გაგიქრებათ რამდენიმე დღეში.

5. შაქარი, ზეითუნის ზეთი და ლიმონი

მოცემული კომბინაცია საუკეთესოა თეთრი წერტილების მოსაშორებლად.

აურიეთ ლიმონის წვენი, 2 ს. კ. შაქარი და ცოტა ზეითუნის ზეთი. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად. მოცემული საშუალების გამოყენების შემდეგ მოერიდეთ მზეზე ყოფნას.